x
image
თუთიკო ბერძენა
ბაფეტისა და როკფელერის დარგული ხეეების ჩრდილქვეშაც დაჯდება ვინმე გაქექილი
image

ბრძნული სენტენციები თანამედროვე ეპოქაში აზრს კარგავენ იმდენად სწრაფად იცვლება მოცემულობები და მასთან ერტად ღირებულებები.


მულტიმილიარდერ უორენ ბაფეტს უთქვამს: "ვიღაც იმიტომ ზის დღეს ჩრდილში, რომ ხე დიდი ხნის წინ დარგო".


ცხადია, მილიარდერი ზაფხულის სიცხეში ჩეროში ნებივრობას გულისხმობდა, რის გარანტიასაც წინდახედულად ადრეულ ასაკში დაგროვილი დოლარის მთა იძლეოდა.



ვერ ყოფილა მაინცდამაინც ბრძენი ბაფეტი.


ცხოვრება გვიჩვენებს, რომ, სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არაა და ბევრი დღეს განცხრომით ზის იმ ხის ჩრდილში, დიდი ხნის წინ სხვამ რომ დარგო, თანაც სულ ფეხებზე ჰკიდია დამრგველიცა და პირველმომრწყველიც.


მოვა დრო და ბაფეტისა და როკფელერის დარგული ხეეების ჩრდილქვეშაც დაჯდება ვინმე გაქექილი, როგორც ბერეზოვსკისა და სხვათა დარგულ ხეებქვეშ მოჯდა ბევრი.

1
20
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
20
  
2023, 19 თებერვალი, 6:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1