სისხლის სამართალი 10 საზარელი სერიული მკვლელი, რომლებიც დღემდე იძებნებიან 2023, 18 თებერვალი, 20:33 სერიული მკვლელები ყველაზე საზარელი დამნაშავეები არიან, რომლებსაც მათ მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებათა ხარისხით მხოლოდ ისეთი დიქტატორები თუ აღემატებიან, როგორებიც მაგ. ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო არიან.
ბევრი სერიული მკვლელი საბედნიეროდ უკვე დაპატიმრებულია, თუმცა ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ თავისუფლად დასეირნობს და დიდი ალბათობით, მზად არის, ახალი სასტიკი დანაშაულებანი ჩაიდინოს. ამ სტატიაში სწორედ იმ სერიულ მკვლელებზე გვექნება საუბარი, რომლებიც პოლიციის მიერ ჯერ კიდევ იძებნებიან: 1. ლონგ აილენდელი მკვლელი ამ სასტიკმა დამნაშავემ 1996 წლიდან დღემდე მრავალი მსხვერპლი დაანაწევრა და მათი გვამების ნაწილები ლონგ აილენდზე მიმოფანტა. პოლიცია ამ დამნაშავეს 14 ადამიანის განზრახ მკვლელობისთვის ეძებს. სერიული მკვლელის მსხვერპლთა უმეტესობა სექსმუშაკია და გამოძიება ვარაუდობს, რომ ლონგ აილენდელი მკვლელი წინათ თავადაც სისხლის სამართლის პოლიციაში მუშაობდა. ყველაზე საშინელი ის არის, რომ აღნიშნული სერიული მკვლელის ერთ-ერთი მსხვერპლი პატარა ბავშვია. 2. მკვლელი ავტომატებიდან ეს იაპონელი სერიული მკვლელი ავტომატებში მოთავსებულ გამაგრილებელი სასმელების ქაღალდის პაკეტებში ჰერბიციდ პარაკვატს ურევდა, რომელიც ძლიერ გულისრევას იწვევს, რის შემდგომაც სულ რამდენიმე დღეში მსხვერპლი სუნთქვას წყვეტს. აღნიშნულმა მანიაკმა 10 ადამიანი მოკლა, დანარჩენმა 35-მა კი მოწამვლას გაუძლო. დამნაშავე ჯერაც არ არის დაპატიმრებული, მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის პოლიცია ყველაფერს აკეთებს საამისოდ. 3. უეს მეზას ძვლების შემგროვებელი 11 ქალის და ერთი ნაყოფად მყოფი ჩვილის ძვლები 2009 წელს ალბუკერკეს სიახლოვეს, ნიუ-მექსიკოს შტატის უდაბნოში იპოვეს. პოლიციამ სერიულ მკვლელს “უეს მეზას ძვლების შემგროვებელი” უწოდა. მისი დაპატიმრება დღემდე ვერ მოახერხეს, მიუხედავად იმისა, რომ ალბუკერკეს პოლიციას ეჭვი აქვს, რომ სხვა უამრავი გაუხსნელი დანაშაულიც მისი ჩადენილია. 4. ეჯკომბის ქილერი ჩრდილო კაროლინის ამ რაიონში 2005-2010 წლებში 5 ქალი და ერთი მამრობითი იდენტობის მქონე ტრანსგენდერი ვიღაცამ უსასტიკესად მოკლა. ყველა ქალი აფროამერიკელი სექსმუშაკი იყო. ყველა მათგანი დაჩეხილი და ხელკეტით სიკვდილამდე ნაცემი იპოვეს. 5. მკვლელი დეიტონის სანაპიროდან ოთხი ქალის გვამი 2005-2008 წლებში დეიტონის სანაპიროსთან იპოვეს. ყველა გვამს თავში ჰქონდა ნასროლი. მკვლელი ვერ დააკავეს და პოლიცია ვარაუდობს, რომ საქმე უნდა ჰქონდეთ გრძელი დისტანციების სატვირთო ავტომობილის მძღოლთან. მოგვიანებით ფლორიდაში კიდევ მოხდა 24 მკვლელობა და პოლიცია ყველა მათგანს ამავე უცნობ სერიულ მკვლელს უკავშირებს. 6. ქვის კაცი 1985-1988 წლებში ინდოეთი 13 ადამიანის საზარელმა მკვლელობამ შეძრა. სერიული მკვლელი, რომელსაც ქვის კაცი შეარქვეს, გამიზნულად ნადირობდა უსახლკაროებზე, რომლებსაც ქუჩაში ეძინათ. სერიული მკვლელი უზარმაზარ ქვას იყენებდა, რომელსაც საბრალო მძინარე მსხვერპლებს მთელი ძალით ურტყამდა თავში. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მსხვერპლი გადარჩა, სერიული მკვლელის დაკავება მაინც ვერ მოახერხეს. 1989 წელს კალკუტაში ანალოგიური მეთოდით 12 ადამიანი იქნა მოკლული. 7. ჰვაზეონგის მკვლელი 1986-1991 წლებში ათამდე ქალი ვიღაცამ ერთმანეთის მიყოლებით გააუპატიურა, ხოლო შემდეგ საკუთარი კაბებით დაახრჩო. ერთ-ერთი მსხვერპლი გადარჩა და პოლიციას აღუწერა ოციოდე წლის გამხდარი მამაკაცი. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას მკვლელის დნმ-ის ნიმუშებიც კი ჰქონდა, ის დღემდე ვერავინ დაიჭირა. 8. ჯალათი B1 ის ნამიბიაში ჩადენილი ყველაზე გახმაურებული მკვლელობების ავტორია. ჯალათი B1 მსხვერპლებს თავებს ჰკვეთდა და ანაწევრებდა. მან დანაშაულებათა ჩადენა 2005 წელს დაიწყო, ხოლო უკანასკნელი მსხვერპლი 2007 წელს იქნა აღმოჩენილი. მიუხედავად ნამიბიის და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებათა უპრეცედენტო ძალისხმევისა, სერიული მკვლელის კვალსაც ვერ მიაგნეს. 9. მკვლელი ბედფორდის ავტობანიდან 1988 წელს მან მასაჩუსეტსში 11 ქალი მოკლა, ხოლო მათი გვამები ავტობანის სიახლოვეს დაალაგა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანზე მიიტანა ეჭვი, მაგრამ ყველა მათგანი სამხილების უქონლობის გამო მოგვიანებით გაათავისუფლა. 10. გამაუპატიურებელი აღმოსავლეთის ზონიდან ეს საკრამენტოელი მკვლელი, რომელსაც მეორენაირად Original Night Stalker-საც უწოდებენ, 50 გაუპატიურების და ათამდე მკვლელობის ავტორია. ყველა აღნიშნული დანაშაული 1979-1986 წლებში იქნა ჩადენილი. გამაუპატიურებელი აღმოსავლეთის ზონიდან ბინებში უვარდებოდა მარტოხელა ქალებს, ადგილზევე აუპატიურებდა მათ და ხოცავდა. ის ერთ-ერთ მსხვერპლთან ტელეფონით საუბრის დროს ვიდეოფირზეც კი ჩაწერეს, მაგრამ ის პოლიციამ მაინც ვერ იპოვა. 550 შეფასება არ არის
|