საზოგადოება გრიგოლ ონიანი: "მზე გველეშაპს გამოსტაცე, ხალხს სამშობლო დაუბრუნე“ 2023, 18 თებერვალი, 19:14 "ბატონო ბიძინა, გულწრფელად მსურს მოგილოცოთ დაბადების დღე. თქვენ იმ მადლითა და მადლიერებით სავსე ოჯახის შვილი ხართ, რომელსაც სხვა უფლება არ გქონდათ გარდა იმისა, რომ თქვენი შრომა და ენერგია, თქვენი შრომით და მეცადინეობით შექმნილი დიდი თუ პატარა შენაძენი მოძმისთვის და მოყვრისთვის არ გაგეზიარებინათ. თქვენ ღმერთმა დიდი შესაძლებლობა მოგცათ და არა მარტო მოძმეს და მოყვარეს გაუზიარეთ, მთელ საქართველოს მიაშველეთ თქვენი უაღრესად მადლიანი ხელი და ძნელბედობის, პურ-ტკბილობის ჟამს, განსაცდელს ააცილეთ ყოველმხრივ უბედურებაში ჩავარდნილი საქართველოს მოსახლეობა: მრავალ ადამიანს შეუნარჩუნეთ და უნარჩუნებთ სიცოცხლეს, მრავალ ადამიანს მიუჩინეთ და კვლავაც მიუჩენთ თავშესაფარს, იხსენ და იხსნი შიმშილისაგან, შეუნარჩუნეთ კულტურის კერები, თეატრები, საგამოფენო დარბაზები, მაჯისცემა აღუდგინეთ მწერლებს, პოეტებს, მხატვრებს; უდიდესი ღვაწლი მიგიძღვით, ერთ დროს ოლიმპზე მდგომ და შემდგომ მომაკვდავ, ქართული სპორტის აღორძინებაში, რომ არაფერი ვთქვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, მეცნიერებათა აკადემიაზე და ... „აღაშენე და ცით დაამშვენე“ მართლმადიდებლობის ყველაზე დიდი ცენტრი, ამიერ თუ იმიერ კავკასიაში, სამების სამონასტრო კომპლექსის სახით. უძველეს კოლხეთის მიწაზე გააჩინეთ წინარე ცივილიზაციის ქალაქ „აიას“ ფრაგმენტები - ლეგენდარული დენდროლოგიური პარკის სახით, რომლის ბილიკებზე გასეირნებით და სამკურნალო მცენარეების სურნელებით დატკბებოდა მედეა, ქართული ცივილიზაციის მეტეორი, რომელიც დღესაც სიკაშკაშით ელავს ცის კაბადონზე და დღესაც არ ჩამქრალა. ააშენეთ გრანდიოზული ბლექ სი არენა - შეკვეთილში, რომელსაც ბადალი არ გააჩნია. საქართველოს წარსულშიც ჰყოლია მოჭირნახულე და ხელისგამწოდე ადამიანები, ვისაც რისი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ, არ გეპირფერებით, ბატონო ბიძინა, ისინი თქვენ ფეხსაცმლის შესაკრავ თასმებამდეც ვერ მოგწვდებიან. თქვენ ხართ კაცი და გეკუთვნის სიმღერა, რომელსაც ქართველები ბელადს უმღეროდნენ: „მზე გველეშაპს გამოსტაცე, ხალხს სამშობლო დაუბრუნე“. ქართველი ხალხი თქვენ გვერდით დგას." - გრიგოლ ონიანი 140 1-ს არ მოსწონს
|