x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
სიკეთე არ იკარგება-ნახეთ რა აჩუქეს წითელი მანქანით მოძრავ აზერბაიჯანელს
გასულ კვირას, როცა ძველი წითელი მანქანით თურქეთში საბნები, ლეიბები და სხვა ჰუმანიტარული დახმარება მიჰქონდა, სერვერ ბაშირლი გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟი სოციალურ ქსელებში, რის შემდეგაც იგი ტელევიზიაში მიიწვიეს.


დაიწყო კამპანია ს.ბაშირლის ახალი მანქანის შესაძენად და მალევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები აზერბაიჯანელი ბიზნესმენი მას ახალ მანქანას აჩუქებდა. თუმცა, ს.ბაშირლის მშობლებმა თქვეს, რომ მანქანა არ სურდათ და სახლის ასაშენებლად, მანქანის შესაძენად გამოყოფილი თანხის გადარიცხვას სთხოვდნენ, რადგან მათ შვილს საკუთარი საცხოვრებელი არ აქვს - შედეგად 10 000 მანეთი გადაეცა სერვერ ბაშირლის სახლის ასაშენებლად.


ეს ამბავი გაგრძელდა - დღეს ცნობილი გახდა, რომ თურქმა ბიზნესმენმა სერვერ ბაშირლის მანქანა აჩუქა, როგორც ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ჟურნალისტია მუჰამედ თურქმენი იტყობინება.


ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ს.ბაშირლი ამჟამად თურქეთში იმყოფება და საჩუქარი მამას გადასცა - ასევე ხაზგასმულია, რომ სერვერი ძლივს დაარწმუნეს საჩუქრის მიღებაზე.


image

0
288
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0