x
image
მარიამმ პაიჭაძე
„კანდიდატის სტატუსს გვთავაზობენ და სანაცვლოდ, ჩვენგან ითხოვენ დაბომბილ ქართულ ქალაქებს, დახოცილ ქართველებს, გაუბედურებულ ქვეყანას!" - დიმიტრი სამხარაძე

დიმიტრი სამხარაძე კუბილიუსი



„ჩვენ გზავნილი გვაქვს საქართველოს მთავრობისთვის, „ქართული ოცნებისთვის“ - ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა. აღნიშნულ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„უკრაინას, მოლდოვას მისცეს კანდიდატობის სტატუსი და რა? უკრაინაში ომი დასრულდა, დაამარცხეს რუსეთი და ეკონომიკური აღმავლობა დაიწყო? მოლდოვაში ყველა მილიონერი გახდა? 1%-ით არ შეცვლილა უკეთესობისკენ მათი ყოფა, პირიქით, ეკონომიკური ვარდნა აქვთ! თუ „დსთ"-ეს წევრობა დაუფასეს? რა სიკეთე მიიღო ამ ქვეყნების მოსახლეობამ? არაფერი!
მაგარ რამეს გვთავაზობენ არა? კანდიდატის სტატუსს და სანაცვლოდ, ჩვენგან ითხოვენ დაბომბილ ქართულ ქალაქებს, დახოცილ ქართველებს, გაუბედურებულ ქვეყანას! ომის შემთხვევაში, კუბილიუსს გამოაგორებენ, ვაჭრობას დაგვიწყებენ და 1 წელი იფიქრებენ, იარაღი მოგვაწოდონ თუ არა! მტერთან მარტო დაგვტოვებენ!


რაც შეეხება გლობალური ომის პარტიის შანტაჟს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ. პირადი სანქცირება? იმდენს იზავთ, ქართველი ხალხი დაგიყადაღებთ აქ მყოფ თქვენ მონებს, უსამშობლო აგენტებს, ქვეყნის მტრებს! თურმე, სამების ეკლესიის ამშენებელი უნდა დაასანქცირონ და ფერიის მთაზე ეკლესიის დამანგრეველი, სისხლიანი რეჟიმის შემქმნელი, კანონის სრული დარღვევით, ციხიდან გამოვუშვათ?



2-3 წელში ომის პარტიის წევრები აღარ იქნებიან ევროპარლამენტში, ამ პერიოდში ყველგან არჩევნებია, კარგად მოიკითხეთ, რა რეპუტაცია აქვთ ამ ხალხს თავიანთ ქვეყნებში, ყველგან პროტესტი და გამოსვლებია! მჯერა, მართლა ღირსეულ ხალხს აირჩევენ და ეს სიგიჟეც დამთავრდება.


დღეს, ამათ სტრატეგიულად აწყობთ საქართველოში მეორე ფრონტი! ამიტომ, ბოლომდე ვიდგებით ჩვენი ხალხის ინტერესების დასაცავად, საქართველოში არც ომი იქნება და არც ქვეყანას ავარევინებთ! გეყოთ ის ქართული სისხლი, რაც ქართველ ჯარისკაცებს დაუღვრიათ! არავიზე ნაკლები გაუკეთებია საქართველოს, ვნახეთ სამი ქვეყნის შედარება, თუ ვინ იმსახურებს კანდიდატობის სტატუსს და საქართველო პირველ ადგილზეა! იმასაც კარგად ვხედავთ, კანდიდატი სტატუსის მქონე თურქეთს 25 წელია რომ არ აწევრიანებენ ევროკავშირში! რატომ? კუბილიუსების წესებით რომ არ თამაშობენ?


საქართველო თქვენი სათამაშო არ არის!
დიდება საქართველოს და ჩვენს ერს", - წერს დიმიტრი სამხარაძე.


შეგახსენებთ, რომ კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რომ რეზოლუციაზე შეთანხმებულია ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და თუკი „ქართული ოცნება" გააგრძელებს იგივე დამოკიდებულებას სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ, აშკარა იქნება, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს რეკომენდაციებს, რაც გავლენას იქონიებს საქართველოს ევროპულ სტატუსზე.


„ამ რეზოლუციაში ძალიან მკაფიოდ არის გამოხატული ევროპარლამენტის პოზიცია. ეს არ არის ცალკეული წევრების რეზოლუცია. ამაზე შეთანხმებულია ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ევროპული პარლამენტის უდიდესი უმრავლესობა. უპირველეს ყოვლისა, რეზოლუცია შეეხება ჩვენს წუხილს და შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რაც სააკაშვილთან მიმართებაში ხდება.

ვფიქრობთ, ასეთი პოლიტიკური პატიმრის ყოლა, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, არის ტესტი საქართველოს მთავრობისთვის, რა მოხდება მასთან მიმართებაში. ჩვენ გზავნილი გვაქვს საქართველოს მთავრობისთვის, „ქართული ოცნებისთვის“, თუ ისინი გააგრძელებენ ამ პოზიციას და დამოკიდებულებას სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ, ჩვენთვის იქნება აშკარა, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს რეკომენდაციებს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეხუთე პუნქტი, სადაც ხაზგასმულია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, რომ თუ გაგრძელდება მთავრობის მიერ ასეთი დამოკიდებულება, ეს გავლენას იქონიებს საქართველოს ევროპულ სტატუსზე. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია გააცნობიერებს, რა შედეგები ექნება, თუ ევროპული პარლამენტის რეზოლუციას არ მიიღებენ მხედველობაში, ისევე როგორც ევროპარლამენტის პოზიციას მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში წარმოუდგენელი იქნება კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს იქნება გზავნილი ევროპარლამენტისა საქართველოს მთავრობის მიმართ და მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, სათანადო ზომები მიიღოს ამ საკითხის გადასაჭრელად", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.


დიმიტრი სამხარაძე სქრინი






1
251
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
251
  
2023, 16 თებერვალი, 18:42
კუბილაუს თქვენი რეზოლუციები და რეკომენდაციები გაირჭეთ მაგ თქვენს ევროპულ უკანალში.
0 1 1