სხვა სპორტით დაკავებული გოგოები ყოველთვის სასიამოვნოდ გამოიყურებიან, ძუ ავაზასავით მომხიბვლელად 2023, 16 თებერვალი, 16:01 ნებისმიერ მეტნაკლებად დალაგებულ ქვეყანაში ველოტურიზმი განვითარებულია და სახელწიფოსაც დამატებითუ ფული შესდის ბიუჯეტში. ზოგადად ველოსიპედით გასეირნება აქტიური დასვენების ერთერთ ფორმად ითვლება და მას თითქმის ყველგან მისდევენ. ევროპის დიდ ქალაქებში დილა-საღამოს ყოველთვის ნახავთ სამსახურში ველოსიპედით მიმავალ ან მომავალ "უჩინოებსაც" და "ჩინიანებსაც". განსაკუთრებით აქტიურდებიან ველოსიპედის მომხმარებლები საღამოს, როცა სუფთა ჰაერზე სასეირნოდ გამოდიან. წლების მანძილზე იცვლებოდა ველოსიპედების დიზაინი, ფორმა, წონა, კომფორტი თუ სისწრაფე საიმედოობასთან ერთად. ქალაქში ნაკლებად ნახავთ ამერიკაში, გნებავთ ევროპაში სამთო ველოსიპედებით ვინმეს, რადგან ველოსიპედის ეს ტიპი გათვალისწინებულია მთიან რეგიონში გამოსაყენებლად და გამოირჩევა ბევრად ძლიერი კონსტრუქციით ვიდრე სტანდარტული ველოსიპედები. თანამედროვე ტექნოლოგიებმა საშუალება მისცა ველოსიპედით გასეირნების მოყვარულებს ელექტრო ველოსიპედებით ისეირნონ. გავა ეს ზამთარი და გაზაფხულზე უკვე გამოჩნდებიან ქუჩაში ველოსიპედის მოყვარული ადამიანები, მაგრამ ველოსიპედის მასიური გამოყენება მაინც ზაფხულში ხდება. გოგონები სოფლის გზაზე მისეირნობენ ველოსიპედებით, თან საუბარსაც მშვენივრად ახერხებენ. ყველა ისე იცვამს, როგორც მას მოესურვება, არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ ევროპულ ქვეყნებში არაა. ამ გოგოს ჩაცმა და ველოსიპედი მიუთითებს, რომ ის უბრალო გასეირნების მოყვარული კი არა პროფესიონალი ველომრბოლელია. ნებისმიერ შემთხვევაში ჯანსაღი ცხოვრების წესი მისაღბიცაა და მისაბაძიც, ეკოლოგიის დაცვასაც თუ გავითვალისწინებთ. ამ გოგოების შემხედვარეს ნამდვილად მოუნდება ადამიანს ველოსიპედით გასეირნება. +14 108 4-ს მოსწონს |