x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ცხელი შანთის გაყრით მემუქრებოდა"- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის საქმეზე, მოქალაქე ქეთა გაბიანის 2000 ლარით დაჯარიმების ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და იმ მუქარებზე საუბრობს რომელიც მას სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან თავადაც არაერთხელ მიუღია, თუმცა სახელმწიფოს წულუკიანის მსგავსად რატომღაც ის არ დაუცვია:


"ჰმმმ ჩემს ინბოქსს ხომ არ ჩამოვუყვე და არჩევნები დავიფინანსო?

რამდენნაირ მუქარას ნახავთ, ნეტა იცოდეთ

ერთი ცხელი შანთის გაყრით და დატრიალებით მემუქრებოდა მახსოვს. Very BDSM

თან მე მინისტრი არ ვარ და სახელმწიფო სპეციალურად არ მიცავს"- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ქეთა გაბიანი თეა წულუკიანის შესახებ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტის გამო, სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მუქარის მუხლით მიმდინარეობდა. სასამართლოს განაჩენის შესახებ ცნობა კულტურის მინისტრმა ქეთა გაბიანის ზემოაღნიშნულ პოსტთან ერთდ "ფეისბუქის" პირად გვერდზე გააზიარა:


image


"ეს გახლავთ შარშან, თებერვალში მიღებული მკვლელობის მუქარა, რომელიც ავტორმა მოგვიანებით წაშალა.


მოცემული არსება, ვინმე ქეთევან გაბიანი (აწ უკვე ხაბიანი), რომელიც სასამართლო დარბაზში ვნახე პირველად, დღეს გამოცხადებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის თანახმად: ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.


დღეიდან იგი სისხლის სამართლის დამნაშავეა და არა - ნაცური კეთილშობილების დედამიწაზე დამკვიდრებისათვის მებრძოლი ენჯეო-ამორძალი.


ეს მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტია!


მადლობას ვუხდი ჩემს ადვოკატს, ბატონ მალხაზ სალაყაიას!".

0
702
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
702