x
მეტი
  • 02.09.2024
  • სტატია:136838
  • ვიდეო:351960
  • სურათი:511028
ჩომახაშვილების გვარის მოკლე მიმოხილვა
ჩომახაშვილები - მემამულე აზნაურები ქვემო ქართლში, ორბელიანების შტო-გვარი.

ჩომახაშვილების (იგივე ჩომბახაშვილების) უძელესი მოხსენიება 1818 წელს ( ნინია ჩომახაშვილი) (იაკობ ახუაშვილს მითითებული აქვს 1721 წელი რომლის გადამოწმება ვერ მოვახერხე) და წარმოშობილია ორბელიანების გვარისგან, ძირითადად არიან ქვემო ქართლში, თეთრიწყაროსა და მარეულის რაიოენბში, გამოეყვნენ ორბელიანების გვარის გაქრობამდე, იყვნენ აზნაურები, ძირითადი ისტორიული სოფლებია კოდა, კოჯორი, ღოუბანი, ბორბალო და ვაშლოვანი, ძველად სოფელი ღოუბანი არსებობდა კოჯორთან ახლოს, მთებში, ხოლო საბჭოთა ხელისუფლებამ ამ სოფლის მოსახლეობა ტრასასთან ახლოს ჩამოასახლა, ამის გამოც ამ სოფელს არ აქვს ისტორიული სახე, მაგრამ დასახლების ძველ ადგილას შემორჩენილია ძველი სახლების საფუძველები, ასევე ჩომახაშვილებთან ისტორიულად დაკავშირებული ძეგლებია: ღოუბნის ორმოცის მონასტერი (XVI–XVII), ტანაგეთის ციხე (იქვეა ტანაგეთის ეკლესია), ღოუბნის ქრისტეს ჯვრის ამაღლების ეკლესია, ღოუბნის დარბაზული ეკლესია, ვაშლოვანის კოშკი „სალხინო“ (რომლებიც ააშენეს ორბელიანებმა), მარიამობის ბორბალოს ეკლესია, ასევე მეცხრამეტე საუკუნის საფლავის ქვები ამ სამივე სოფლის სასაფლაოებზე სადაც მრავალი ჩომახაშვილი განისვენებს, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის აშენების შემდგომ ბერვი ჩომახაშვილი გადავიდა ამ ქალაქში, და ამ ქარხნის დახურვის შემდეგაც არიან ამ ქალაქში, ამ გვარის კვლევაში წვილი მიუღწვის იაკობ ახუაშილს, რომლის ნაშრომში, „ქართული გვარ სახელებში“ არის აღწერილი ეს გვარი.

ეტიმოლოგია - სიტყვა ჩომახი (ჩომბახი, ჩომხატური) ნიშნავს კომბალს, ან ჯოხს, რომელიც გაძლიერებულია დამატებითი დეტალებით ( ლურსმები და სხვა ბასრი ნივთები) (იგივე „ბიტა“) ასევე მამაკაცის კერძო სახელი. (ჩუბინაშვილის ლექსიკონი 1812-1825)

ლეგენდები


ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, არსებობდა ვინმე ჩომახ ორბელიანი, რომელსაც კეთილშობილური პიროვნული თვისებები ახასიათებდა და მრავალი გამოჩენილი საქმე, რის გამოც დიდი ჩომახი შეარქვეს, იგი თავის მამასახლისს ვინმე ორბელიანს გამოეყო და მისი შთამომავლები ატარებენ გვარ ჩომახაშვილს. ( იმ პერიოდში მამაკაცის სახელი „ჩომახი“ მართლაც არსებობდა.)

მეორე ლეგენდის მიხედვით ჩომახაშვილებმა მონაწილეობა მიიღეს ირანელების წინააღმდეგ ბრძოლაში და ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშეს, სადაც თბილისისკენ მიმავალ მთებში, ერთ-ერთ ვიწრო გასავალში თავს დაესხნენ ირანელებს და გაანადგურეს, ხოლო ლეგენდის ერთ-ერთი ატრიბუტიკა ისაა, რომ ირანელებს აკიული ჰქონდათ ცხენებზე დიდი გოდრებით ბრინჯი, რომელიც მიწაზე დაიყანრა და მთლიანად ამოავსო ეს გასავალი, ჩემთვის უცნობია თარიღი ან ადგილი სადაც ეს მოხდა, მაგრამ ნახსენებია რომ ერეკლე მეორეს ზეობის მოხდა ეს, რომელიც ჩომახაშვილების უძველესი ხსენების თარიღამდე გარდაიცვალა (გარ 1798) ჩომახაშვილების უძველესი ხსენებაა 1818 წელს, რაც ამ ლეგენდას ეჭვ ქვეშ აყენებს. (თუმცა იაკობ ახუაშვილს მითითებული აქვს 1721 წელი, რომლის გადამოწმება ვერ მოვახერხე, რადგან მითითებული წყაროები ინტერნეტში არ მოიძებნება, არამედ მხოლოდ ფიზიკური წიგნების სახეობით არსებობს ბიბლიოთეკებში.)

ასევე მსმენია რომ ერთ-ერთი ისტორიკოსი, წარმოშობით ღოუნიდან, არის ავტორი ღოუბნის ისტორიისა სადაც ღმად აქვს განხილული ეს თემა, თუმცა ამ თემაზე ვერაფრის მოძიება ვერ მოვახერხე...

ღოუბანი პირველად იესეს ყმა ღოუბანში იკვეთება 1721 წელს. „ყელბერაშვილი იესე“ – „აქავ კოდაზედ სარდალ-სახლთუხუცის ყმა ღოუბნელი ყელბერას შვილი მამუკა. აქავ ღოუბნელი მეორე ყელბერას შვილი ეგნატე“ (ყელბერაშილების ისტორიიდან)ჩომახაშვილებიორბელიანების გერბი ბორბალოში 1811

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე ქაჩიბაიძე
იოანე ქაჩიბაიძე
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0