მხატვრობა ილუზიური ნახატები, რომელსაც ფსიქოლოგიურ ტესტებში იყენებენ 2023, 24 თებერვალი, 9:18 ოქტავიო ოკამპო (Octavio Ocampo) — სიურრეალისტი მხატვარია, რომლის ნამუშევრები, როგორც წესი, ფარულ შინაარს შეიცავს. ამასთან, მისი მეტამორფოზის სტილი, ყოველთვის ჰარმონიულად ერწყმის რეალიზმს. ხოლო, მხატვრის ჩანაფიქრის ამოცნობა, მხოლოდ სურათებზე ყურადღებით დაკვირვებით შეიძლება, რადგან ნახატზე ერთი ობიექტი, მეორეში გადადის და რამდენიმე გამოსახულებამ, შეიძლება, ერთი სახე შექმნას. ოქტავიო ოკამპო 1943 წლის 28 მარტს, ქ. სელაიაში (მექსიკა), მხატვრის და დიზაინერის ოჯახში დაიბადა. თავდაპირველად, ფერწერის და ქანდაკების სკოლაში სწავლობდა (1961–1965 წწ.), მოგვიანებით განათლება, მეხიკოს სახვითი ხელოვნების ინსტიტუტში და სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტში მიიღო, რომელიც 1974 წ. დაამთავრა. ის სწავლის პარალელურად, მხატვარ–დეკორატორად მუშაობდა კინოში. მას, საერთო ჯამში, 120 მექსიკური და ამერიკული ფილმისთვის აქვს დეკორაცია შექმნილი. 1976 წლიდან კი, ის ძირითადად ფერწერასა და ქანდაკებაზე მუშაობს. როგორც XX საუკუნის მექსიკელი მხატვრების უმრავლესობა, ოქტავიო ოკამპომ კედლის მონუმენტური არაერთი ფრესკა შექმნა – მოხატა ქ. სელაიას ტექნოლოგიური ინსტიტუტი და მერიის შენობა, ეროვნული სასახლე მეხიკოში და ა.შ. მხატვრის ნამუშევრები ევროპის უდიდეს კოლექციებშია, ხოლო მშობლიურ ქალაქში, მისი სახელობის მუზეუმია. თავად მხატვარი ტეპოზტლანში ცხოვრობს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ჯადოსნურ ადგილად ითვლება დედამიწაზე. არხის სხვა სიახლეები:* ვინ იყო ხრუშჩოვის შვილი და რა კავშირი ჰქონდა მის სიკვდილთან სტალინს?* იაპონიის სანაპიროზე ზღვამ ამოუცნობი ობიექტი გამორიყა* 12 000 წლის თავის ქალაში ჩამონტაჟებული მიკროსქემა აღმოაჩინეს* ჰიტლერის "საბჭოთა ტური" და ფიურერის მკვლელობის მცდელობა სმოლენსკში* სახალისო სურათები, კარგი განწყობისთვის* 7 მარტივი და ერთი რთული გამოცანა (პასუხები აქვს)* 15 რეტრო ფოტო, რომელიც გვაჩვენებს, თუ რამდენად შეიცვალა მსოფლიო262 2-ს მოსწონს
|