მხატვრობა ჰარმონიული ტანდემი ქუჩის მხატვრობასა და გარემოს შორის 2015, 1 სექტემბერი, 14:08 ქუჩის ხელოვნება იმიტომ არსებობს, რომ დაამსხვრიოს სტერეოტიპები და მიიქციოს ჩვენი ყურადღება. მხატვრები რომლებმაც ახალი ტექნიკა აითვისეს, ცდილობენ რომ მათი ნამუშევრები შეესაბამებოდეს გარემო პირობებს და ჰარმონიაში მოდიოდეს ირგვლივ მდებარე ნაგებობებთან, რომ ორგანზომილებიანი ნახატები შეესაბამებოდეს ქალაქის სამგანზომილებიან პეიზაჟებს. ხელოვნების ამ მიმართულებას, გასული საუკუნის 70-იან წლებში, ამერიკაში ჩაეყარა საფუძველი და დღეს უკვე, ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ურბანიზაცია და ბუნება, თითქოს, ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი და ურთიერთდაპირისპირებული მნიშვნელობის მატარებელი სიტყვაა, მაგრამ მათი ჰარმონიული თანაარსებობის ფაქტები მაინც არსებობს და ამ ტანდემის ერთ-ერთი გამოვლინება, სწორედ ქუჩის მხატვრობაა. 142 4-ს მოსწონს
|