მხატვრობა მექსიკელი ილუსტრატორი მარტოობის შესახებ 2016, 10 თებერვალი, 14:54 როდესაც მარტო შენ, კარგი წიგნი და სიჩუმე ხართ... მარტოობა - არც ისეთი დიდი საშინელებაა ამ ქვეყანაზე, თუ მისით ტკბობა შეგიძლია! იდალი კანდელის ილუსტრაციების გმირები მარტო ცხოვრობენ და სიამოვნებას იღებენ უბრალო რამეებისგან. მხატვარი ამ ილუსტრაციებით მკვეთრ ზღვარს ავლებს «მარტოობასა» და «მარტო ცხოვრებას» შორის. ხშირად, მარტოობა მწუხარებასთან და ნეგატივთან ასოცირდება. მაგრამ ვინ თქვა, რომ ვინც მარტო ცხოვრობს, უბედურია? სახლში ნებისმიერი სამოსით შეიძლება სიარული. კითხვაც ნებისმიერ, მოსახერხებელ მდგომარეობაში შეიძლება და არავინ იტყვის, ასე არ შეიძლებაო. საწოლშიც შეიძლება კოტრიალი, თუ თავისუფალი დრო არის. ნებისმიერ ადგილზე შეიძლება ტანსაცმლის გამოცვლა. სააბაზანოს კარების დაკეტვა არ არის საჭირო. მნიშვნელოვან საქმეზე, მშვიდ ატმოსფეროში შეიძლება დაფიქრება. საკუთარ საწოლში – მხოლოდ საკუთარი წესები მოქმედებს. შესაძლებელია, ფინჯანი ყავით, სიამოვნების მიღება სიჩუმეში. 430 11-ს მოსწონს
|