სხვა არის ერთი ქალაქი მიწისძვრის ეპიცენტრში, სადაც არც დაღუპულია და არც შენობებია დანგრეული, რატომ? 2023, 14 თებერვალი, 17:05
საშინელი მიწისძვრების სერიამ რამდენიმე ქალაქი ფაქტობრივად აღგავა პირისაგან მიწისა. მიწისძვრებმა საშინელი ნგრევა უმეტესად თურქეთსა და სირიაში გამოიწვია, რომლებიც 7, 4 და 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი დაიღუპა: თურქეთში ბოლო მონაცემებით დაღუპულია 32 000 ათასამდე, ხოლო სირიაში - დაახლოებით 8 500 ადამიანი. ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, რომელშიდაც მსოფლიო უამრავი ქვეყნის მაშველები არიან ჩართულები, მათ შორის ჩვენი ქვეყნიდანაც და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, 8 დღის შემდეგაც კი ამოყავთ ნანგრევებიდან ცოცხალი ადამიანები.
ბევრი სვამს კითხვას, თუ რატომ ჩამოიშალა ხუხულასავით მრავალსართულიანი შენობები? მათ შორის ახალი აშენებულები? პასუხი ძალიან მარტივია - კორუფცია. სამშენებლო ინდუსტრია გადატვირთულია ნეპოტიზმითა და მექრთამეობით. სამშენებლო ხარჯის შემცირების გზით და ფული "საჭირო ხალხის" ჯიბეში მიდიოდა, თუმცა არის გამონაკლისიც. ჰატაის პროვინციაში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა მიწისძვრებით, აღმოჩნდა ერთი ქალაქი ერზინი. მასში ყველა შენობა გადარჩა და არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა. და ყველაფერ ამაში მადლობა ეკუთვნის ღირსეულ მერს ოკეშ ელმასოღლუს. (ფოტოებზე) ეს ახალგაზრდა კაცი მტკიცედ ებრძოდა სამშენებლო ობიექტებზე კორუფციის ყველა მცდელობას და პირადად ამოწმებდა ყველა ობიექტს. თუ სტანდარტების დარღვევას აღმოაჩენდა, მაშინვე ხურავდა სამშენებლო მოედანს. „არ მივეცი საშუალება, რომ რომელიმე შენობა უკანონოდ აეშენებინათ. გაბრაზდნენ ჩემზე, მაკრიტიკებდნენ და მემუქრებოდნენ კიდეც: „ფიქრობ, რომ მხოლოდ შენ ხარ პატიოსანი ამ ქვეყანაზე? მაგრამ ახლა სინდისი არ მქეჯნის."-განაცხადა მან. ახლა ის თურქეთის ეროვნული გმირი გახდა. არ არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ მან პრეზიდენტობისთვისაც იყაროს კენჭი. ფოტოზე: ქალაქი ერზინი 557 1-ს მოსწონს
|