x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ურალში ადგილობროვმა ლოთმა საზოგადოებრივი ტუალეტი მოიპარა (ვიდეო)
image

ჩელიაბინსკის ოლქის ჩესმენსკის რაიონის სოფელ ნოვოუკრაინსკში ადგილობრივმა ლოთმა საზოგადოებრივი ტუალეტი მოიპარა და შეშად გამოიყენა. რამდენიმე წლის წინ, ეს ტუალეტი ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა ამაყად გახსნეს ადგილობრივი სამეანო-სამედიცინო პუნქტისთვის.


სოფელ ნოვოკრაინსკიში მოხდა დანაშაული, რომელმაც საკამოდ დააბნია ადგილობრივი მაცხოვრებლები.


საზოგადოებრივი ტუალეტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გინეკოლოგიური სამედიცინო პუნქტისთვის დაამონტაჟეს, გაქრა. მხოლოდ ეს ერთადერთი ტუალეტი ემსახურებოდა მთელ შენობას. ზარალი აღმოაჩინა ექიმმა, რომელიც ბუნებრივმა მოთხოვნილებამ შეაწუხა.



ექიმს ჯიხურის ნაცვლად, მხოლოდ ხის ხვრელი დახვდა. „ამ ტუალეტში ხელშეკრულებით ათი ათასი გადავიხადეთ. ის რამდენიმე წელი გვემსახურა და აღმოჩდნენ ისეთი უგულო მოქალაქეები, რომლებსაც ის სხვაზე მეტად თავად დასჭირდათ, ”- თქვა სოფელ ნოვოუკრაინის ხელმძღვანელმა.


ადგილობრივმა უბნის ინსპექტრომა საქმე სწრაფად გახსნა. ქურდი ადგილობრივი უმუშევარი აღმოჩნდა.მის სახლთან აღმოაჩინეს ნივთმტკიცებულებები და დანაშაულის იარაღი. მამაკაცმა განაცხადა, რომ სახლის გასათბობად არაფერი ჰქონდა და ამიტომ ქუჩაში შეშის ძებნა დაიწყო. დაშლილი ტუალეტი ორი დღე ეყო.


ქურდის ცოლმა აღიარა, რომ ცდილობდა ქმარი გადაერწმუნებინა, მაგრამ ვეღარ მოასწრო:


„ვეუბნეოდი, რატომ დაშალე ტუალეტი. ტუალეტის გარეშეც შეიძლებოდა ტოტების შეგროვება მაინც. უკვე გვიანია, - აღიარა ქალმა.


სოფლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კაცს გაასამართლებენ, სამეანო- სამედიცინო პუნქტის თანამშრომლებს კი ტუალეტისთვის სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში მოუწევთ წასვლა. მათ დიდად არც წყენიათ, რადგან სოფლის ჩინოვნიკებს შენობაში ნორმალური ტუალეტი აქვთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გარეთ ზამთარია.


0
219
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0