x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
30 სრულიად განსაცვიფრებელი ფაქტი დროშების შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე!
დროშა თითოეული ქვეყნის სიმბოლო და სავიზიტო ბარათია. მისი მეშვეობით ნებისმიერი ქვეყნის ისტორიის სიღრმეების განჭვრეტაა შესაძლებელი. მაგრამ ამავდროულად ეს ყოველივე ძალიან, ძალიან საინტერესოა და სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ თქვენ 33 საინტერესო ფაქტი მოგიმზადეთ დროშების შესახებ. წაიკითხეთ ეს სტატია ბოლომდე და ნამდვილად გაოცდებით. აქვე ერთი პატარა თხოვნა: თუ ეს სტატია მოგწონთ, აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს, რათა მათაც უფრო მეტი შეიტყონ სახელმწიფო სიმბოლიკების საოცარი სამყაროს შესახებ.


უცხო


1. სამხრეთ სუდანის დროშა თავად ქვეყანაზე უფრო ძველია. მისი დროშა 2005 წელს იქნა შემოღებული, ხოლო თვითონ სამხრეთ სუდანი დამოუკიდებელი 2011 წელს გახდა.


2. ოლიმპიურ დროშაზე წითელი, შავი, ლურჯი, მწვანე და ყვითელი წრეებია დატანილი თეთრ ფონზე, რადგან აქედან მინიმუმ ერთი ფერი მაინც ნებისმიერი ერის სახელმწიფო დროშას ამშვენებს.



3. დომინიკების რესპუბლიკა ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელსაც საკუთარ დროშაზე ბიბლიური სცენა აქვს დატანილი.


4. ყველა სკანდინავიურ სახელმწიფოს აქვს ჯვარი საკუთარ დროშაზე.


5. მეკობრეების პირველი დროშა წითელი იყო და არა შავი.


6. ნაცისტური გერმანიის დროშა მთლიანად ადოლფ ჰიტლერის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდა.


7. შტატ ვირჯინიის დროშა ერთადერთი დროშაა ამერიკის შტატების დროშებს შორის, რომელზეც შიშველი სხეულია გამოსახული. მასზე გამოსახულია რომაული ქალღმერთი ვირტუსი, რომელსაც მარცხენა მკერდი მოშიშვლებული აქვს.


8. ჰავაის შტატის დროშა ერთადერთია ამერიკის შეერთებული შტატების დროშებს შორის, რომელზეც მინიატურული სახით უცხო სახელმწიფოს დროშაა გამოსახული. მასზე გამოსახულია გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო ალამი, რაც ჰავაის სამეფოსა და ბრიტანეთის იმპერიის ისტორიულ კავშირს უსვამს ხაზს.


9. დედამიწაზე მხოლოდ ორ სახელმწიფოს აქვს კვადრატული ფორმის დროშები: ვატიკანს და შვეიცარიას.


10. ბიკინის ატოლის დროშა ამერიკის დროშას ჰგავს. მაგრამ მასზე ამავდროულად გამოსახულია შავი ვარსკვლავები, რომლებიც ატომური ბომბების ცდების შედეგად განადგურებულ კუნძულებს ასახავს.


11. 2009 წლის 11 ოქტომბერს ტრაფალგარის ბრძოლაში გამოყენებული ბრიტანეთის დროშა 384 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.


უცხო


12. პლანეტა მარსს საკუთარი დროშა აქვს, რომელიც 1984 წელს NASA-ს ინჟინერმა თომას პეინმა შექმნა.


13. პარაგვაის და საუდის არაბეთის დროშებს სხვადასხვა მხარეს განსხვავებული გამოსახულებები აქვთ.


15. ბელიზის დროშა 12 სხვადასხვა ფერს მოიცავს და ამიტომ ის მსოფლიოს ყველაზე ფერადი დროშაა.


16. ფილიპინების დროშა იმის მიხედვით იცვლება, იმყოფება თუ არა ქვეყანა ომის მდგომარეობაში. ეს არის დროშა, რომელსაც ჰორიზონტალურად გასდევს ლურჯი და წითელი ზოლები. ომის პერიოდში ლურჯის მაღლა წითელი ფერია გამოსახული, ხოლო მშვიდობიანობის დროს - ლურჯი ფერი წითელის მაღლა.


18. გაერთიანებული სამეფოს დროშას “იუნიონ ჯეკი” ეწოდება. მისი დიზაინი ინგლისის, შოტლანდიის და ირლანდიის დროშების კომპონენტებისგან შედგება.


დროშა


19. ლიხტენშტაინს და ჰაიტის წლების მანძილზე ერთნაირი დროშები ჰქონდათ, რაც 1936 წელს, ოლიმპიადის ფარგლებში შეხვედრის დროს გახდა თვალშისაცემი. მას შემდეგ ლიხტენშტაინის დროშას მთავრის გვირგვინი დაემატა.


20. ნიდერლანდების დროშა უძველესი სამფეროვანი დროშაა მსოფლიოში. ის ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში გამოიყენებოდა.


21. ამერიკის თანამედროვე დროშა ოჰაიოს შტატის სკოლის მოსწავლემ შექმნა, რისთვისაც მასწავლებლისგან ორიანი მინუსით მიიღო.


22. იამაიკა მსოფლიოს ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ეროვნული დროშა არც წითელ, არც თეთრ და არც ლურჯ ფერებს არ მოიცავს.


23. გამოთქმა “ალაჰუ აქბარ” (არაბულად: “ღმერთი დიდია”) ირანის დროშაზე 22-გზის არის გამოსახული.


24. მსოფლიოს მხოლოდ ოთხი სახელმწიფოს დროშაზეა გამოსახული ცეცხლსასროლი იარაღები. ეს სახელმწიფოებია მიზამბიკი, გვატემალა, ჰაიტი და ბოლივია.


25. ნეპალი მსოფლიოს ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც მართკუთხა დროშა არ აქვს.


26. კალიფორნიის სიმბოლო გრიზლია, რაც მის დროშაზეც არის გამოსახული, თუმცა უკანასკნელი გრიზლი კალიფორნიაში 1924 წელს შეამჩნიეს.


27. ზოგიერთი სახელმწიფოს დროშა სხვა სახელმწიფოს დროშას შეიცავს, რასაც გიოში ეწოდება. გიოშს როგორც წესი მარცხენა ზედა კუთხეში გამოსახავენ, რადგან დროშის ეს ნაწილი ყველაზე უკეთ ჩანს.


28. მავრიტანიის დროშა 2017 წლის 15 აგვისტოს შეცვალეს და ამიტომ ის მსოფლიოს ყველაზე ახალი დროშაა დღეს.


29. კანადას მხოლოდ 1965 წლიდან აქვს საკუთარი დროშა. არადა, მან დამოუკიდებლობა 1865 წელს მოიპოვა.


30. 1814-1830 წლებში საფრანგეთის სახელმწიფო დროშა სრულიად თეთრი ფერის იყო, რასაც მონარქის სიწმინდის და სამეფო ავტორიტეტისთვის უნდა გაესვა ხაზი.

1
156
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
156
  
2023, 22 თებერვალი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1