საზოგადოება
"თავზე დაგვა@ვეს და ვერაფერი ვქენით.. ბრავო, ეგრე დაჩმორება, მასტერკლასია"- რას წერს ლუკა ნაჭყებია
2023, 12 თებერვალი, 22:09
!["თავზე დაგვა@ვეს და ვერაფერი ვქენით..
ბრავო, ეგრე დაჩმორება, მასტერკლასია"-
რას წერს ლუკა ნაჭყებია image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202302/2023021221522486669.jpg)
კვების ტექნოლოგი და "მასტერშეფის" ცნობილი შეფი, ლუკა ნაჭყებია მერიის მიერ რუსული "მეტროვაგონმაშისგან" ვაგონების შესყიდვის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ქართული მხარის მიერ მიღებულ ამ სამარცხვინო გადაწყვეტილების გამო განცვიფრებას ვერ მალავს:
"ადრე თუ გვიან, ხელოვანსაც დაიჭერენ, მერე ჟურნალისტსაც მიაყოლებენ ვინმე მეცნიერსაც..
ზოგადად, აყროლებული და ჩაჩმორებული კრემლის დემორალიზაციის სტრატეგიაში რო ხელოვნების და თავისუფალი აზროვნების ჩახშობა შედის, რა გასაკვირია…?
მარა მეორე მხრივ, თავზე დაგვაჯვეს და მაგაზე ვერაფერი ვქენით..
ხელოვნებას ჯერ არ წაგვართმევენ.. ჯერ თავმოყვარეობას წაგვართმევს რუსეთი, რის შემდეგაც ხელოვნებას ჩვენით დავთმობთ…
ეს თუ სიმართლეა....
არ ვიცი....
ვერ ვხვდები რა რეაქცია უნდა მქონდეს..
მარა ბრავო რუსეთს, ქვეყნის ეგრე დაჩმორება, დემორალიზაცია... მასტერკლასია.. "- წერს შეფ - მზარეული ლუკა ნაჭყებია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
როგორც თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე აცხადებს, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია და მერია რუსული "მეტროვაგონმაშისგან" ჯამში 50 მილიონ ევრომდე ღირებულების ვაგონებს შეისყიდის.
!["თავზე დაგვა@ვეს და ვერაფერი ვქენით..
ბრავო, ეგრე დაჩმორება, მასტერკლასია"-
რას წერს ლუკა ნაჭყებია image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202302/2023021222072286669.jpg)
ცნობისთვის, "მეტროვაგონმაში" უკრაინის მიერ სანქცირებულია, თუმცა ირაკლი ხმალაძე ირწმუნება, რომ რუსული კომპანია სანქცირებული არ არის.