x
image
თეონა გორდეზიანი
როგორ მოხდა ქართველი ერის ჩამოყალიბება...
ქართველი ერის შექმნის პროცესი ხანგრძლივი ისტორიული პროცესია. ქართველი ერის ისეთი ელემენტები, როგორიცაა ერთიანი ქართული ენა და საერთო ქართული ტერიტორია, აგრეთვე ქართველების კულტურული ერთობა, ჩვენს ქვეყანაში კაპიტალიზმის ჩასახვამდე დიდი ხნით ადრე გაჩდნენ. წინაკაპიტალისტურ ხანაში ამ ელემენტებს არ შეეძლოთ ქართველი ერის შექმნა. ერების შექმნა დაკავშირებულია აღმავალი კაპიტალიზმის ეპოქასთან. ფეოდალიზმის ხანაში საქართველო დაქუცმაცებული იყო ცალკე დამოუკიდებელ სამთავროებადდა მას არ გააჩნდა ცალკე ნაციონალური ბაზარი, არც ეკონომიური და კულტურული ცენტრები, რომლებიც შეძლებდნენ ქართველი ხალხის სამეურნეო დაქუცმაცებულობის მოსპობას და საქართველოს სხვადსახვა კუთხეების ერთ ნაციონალურ მთელად შეკავშირებას.


ქართველი ხალხის ერად ჩამოყალიბება დაიწყო ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში, როდესაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიურ ცხოვრებაში, მაგრამ საქართველოს საწარმოო ძალების შემდგომი განვითარება შესაძლებელი გახდა მხოლოდ საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ .


რუსეთის დახმარებით საქართველომ თავი დააღწია ირანსა და თურქეთს. შეწყდა საუკუნეობრივი უთანასწორო ბრძოლები, ტყვეებით ვაჭრობა და გაუთავებელი თავდასხმები. უქმდებოდა ფეოდალური სამთავროები, იშლებოდა ეკონომიური და პოლიტიკური ზღუდეები საქართველოს ცალ-ცალკე კუთხეებს შორის.


ქართველი ერის შექმნისთვის საბოლოოდ მომწიფდა მხოლოდ XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ამ დროს უკვე ახასიათებდა ერის ყველა ძირითადი ნიშანი: ენის ერთობა, ტერიტორიის ერთობა, ეკონომიური ერთობა და ფსიქიკური წყობის ერთობა.


image


3
311
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
311
  
2023, 15 თებერვალი, 12:47
თეონა, მომწონს თქვენი სტატიები. ერის ჩამოყალიბების საკითხზე ბევრი მართებული საკითხია წამოწეული. თუმცა, არის კიდევ სხვა საკითხები, რაც დაგვაფიქრებს და განგვაწყობს კრიტიკულად. მხოლოდ საწარმოო ძალების განვითარება არ უნდა იყოს მძლავრი კრიტერიუმი. ყველამ ვიცით, რომ თუნდაც დანაწევრებული კუთხეები მაინც აგრძელებდნენ ურთიერთობას. როდესაც მტერი იპყრობდა რომელიმე კუთხეს, ბარის ქართველები სვანეთში, ან ხევსურეთში გარბოდნენ. დავით აღმაშენებლის დროს გიორგი ჭყონდიდელიც გავიხსენოთ. ამ დროისთვის უკვე რაღაც ჩამოყალიბებული კულტურული და სულიერი ერთობა იყო.
საინტერესოა, ინტერნეტში იძებნება "სვანეთში აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მასალის პოლიტიკურ - ეკონომიკური და ეთნოლოგიურ - კონფესიური ასპექტები (ძვ. წ. V- ახ. წ. XVIII სს.)" ფულის მიმოქცევა ადასტურებს, რომ მთაც ჩართული იყო ვიწრო-რეგიონულ პროცესებში.
ძალიან რომ ჩავუღრმავდეთ, ახლაც გრძელდება ერის ჩამოყალიბება, არ დამთავრებულა... ეტყობა, ეს პროცესია ერის განვითარებაში. გმადლობთ და გთხოვთ გააგრძელოთ წერა ასეთ საკითხებზე.
2023, 12 თებერვალი, 23:15
რა თქმა უნდა არა, უბრალოდ ეს დასაწყისი "ღვაწლია" და რაც შემდეგ გაგვიკეთა და აგრძელებს ცალკე თემაა
2023, 12 თებერვალი, 21:42
შეკვეთილი სტატიაა???
0 1 3