x
image
თეონა გორდეზიანი
15 მარტი ქართული არტილერიის დღეა
image


1993 წლის 15 მარტს რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებმა და აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს.


14 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით სოხუმისკენ წამოსულ მტერს ქართულმა არტილერიამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. დიდი მსხვერპლის გამო მოწინააღმდეგე ძალები იძულებულნი გახდნენ, უარი ეთქვათ შეტევაზე და უკან დაეხიათ.


15 მარტი ქართული არტილერიის დღედ, სწორედ, ამ დღეებში მოპოვებული გამარჯვებების გამო გამოცხადდა.



ამ პერიოდში მიმდინარე მოვლენების გამო ადამიანების ყურადღება გადართულლია უკრაინაზე. უკრაინელები უკვე 2 კვირის განმავლობაში გმირულად იცავენ თავიანთ მიწა-წყალს.


არაერთ ამბავს ვიგებთ მათ ქმედებებსა და დამოკიდებულებაზე ქვეყნის, ერთმანეთის მიმართ. იმედია მათაც წარმატებული დღე ექნებათ და მალე დასრულდება უდანაშაულო ადამიანების განადგურება...

0
44
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0