x
image
თეონა გორდეზიანი
უშიშარი, დაუმორჩილებელი, საქართველოს დიდი გულშემატკივარი ... ქალი
განსაკუთრებული ადამიანები რაღაც განსხვავებული მისიით იბადებიან... შესწევთ ძალა და უნარი, დაიცვან საკუთარი და საზოგადოების პრინციპები და ღირებულებები, ისეთი მნიშვნელოვანი იდეები, რომელმაც შეიძლება საყოველთაო ცნობიერება შეცვალოს.

საამაყო არიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ მათი იდეები თუ საქმიანობა ხიფათის შემცველია. ანა პოლიტოვსკაია იმ ადამიანებს შორისაა, რომლებიც ყოველდღე უყურებდნენ სიკვდილს თვალებში და მაინც უარს ამბობდნენ რუსეთის ფარგლებს გარეთ თავიანთი საქმიანობის გაგრძელებაზე.


მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან უმოწყალოდ მოკლეს პუტინ-კადიროვის რეჟიმის პირველი მამხილებელი, საქართველოს დიდი გულშემატკივარი, უშიშარი და დაუმორჩილებელი ჟურნალისტი ქალი, ანა პოლიტკოვსკაია.



image



90-იანებში, პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ, რუსეთი მოიცვა ტერორის ტალღამ. ერთმანეთის მიყოლებით ფეთქდებოდა საცხოვრებელი კორპუსები, დაიღუპა ასობით ადამიანი და მაშინ რუსული პროპაგანდისტული მანქანის ამოქმედების შედეგად ყველა ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჩეჩნებს ეკისრებოდათ.

პუტინის რეიტინგის ზრდისთვის საჭირო იყო ჩეჩნეთის მეორე ომი და ხალხმა მაშინ ადვილად დაუჯერა ახლად გამოჩეკილ პრეზიდენტს, რომელიც "ტერორისტების" მიმართ ყველაზე უხეშ ტერმინოლოგიას იყენებდა და მათი განადგურების პირობას დებდა. თუმცა უბრალო დაუდევრობის გამო, მაშინვე გამოაშკარავდა, რომ ტერაქტებს რეალურად აწყობდნენ რუსული სპეცსამსახურები.

დღეს რუსეთში, ფაქტობრივად ყველამ იცის, რომ 90-იანების ტერაქტები პუტინის მიერ არის მოწყობილი, თუმცა ხმის ამოღებას მაინც ვერავინ ბედავს. დიდწილად სწორედ ანა პოლიტკოვსკაიას დამსახურებაა, რომ მოხდა პუტინის და რუსული სპეცსამსახურების მხილება ამ ტერაქტებთან დაკავშირებით. ეს მამაცი ქალბატონი ატარებდა დამოუკიდებელ გამოძიებებს და მან სააშკარაოზე გამოიტანა უამრავი საქმე, რომლებშიც პუტინი და კადიროვი იყვნენ მთავარი ფიგურანტები. ის ასევე აგროვებდა მასალებს რუსი სამხედროების მხეცობებზე ჩეჩნური მოსახლეობის წინააღმდეგ.


სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, ახმედ ზაკაევი, დამოუკიდებელი ჩეჩნეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, რომელიც ამჟამად ემიგრაციაშია ბრიტანეთში, ეხვეწებოდა მას, რომ წასულიყო რუსეთიდან და ყოველ ჯერზე ის იღებდა უარს.

ანა პოლიტკოვსკაია არის ერთ-ერთი იმ იშვიათ ადამიანებს შორის, რომლებიც თავიდან ბოლომდე აანალიზებდნენ, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მათ საქმიანობას.

0
215
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0