x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ნიდერლანდებში ნარკოტიკის ქუჩაში მოწევა და ბორდელების მუშაობა იზღუდება
image


ნიდერლანდებში კანაფის მოწევის აკრძალვას და ამსტერდამის წითელ ფარნების ქუჩაზე და სექს-შოუებისა და ბორდელების სამუშაო საათების შეზღუდვას მიესალმებიან ქალაქის მაცხოვრებლები, მაგრამ უკმაყოფილობას გამოხატავენ ტურისტები.


ახალი წესები, რომლებიც ძალაში შევა მაისში, მიზნად ისახავს მოსახლეობა იხსნას "შუშის თვალებიანი ზომბი ტურისტებისგან", რომლებიც დომინირებენ ნიდერლანდების კულტურულ ცენტრში.


ნიდერლანდებში ნარკოტიკებით ვაჭრობა ან შენახვა დანაშაულია, მაგრამ ნიდერლანდების მთავრობა „ყავის სახლებს“ ეფლებას აძლევს ივაჭრონ მარიხუანით იმ პირობით, რომ არ შეუქმნიან დისკომფორტს საზოგადოებას.



ნარკოტიკს ყიდის ათობით ყავის სახლი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელთაგან ყველაზე ცნობილები განლაგებულია ამსტერდამის წითელი ფარნების რაიონში, სადაც ფანჯრებთან მდგარი ხალვათად ჩაცმული სექს-მუშაკები თავიანთ მომსახურებას სთავაზობენ.


როგორც ჩანს ამსტერდამის მოსახლეობას ყელში ამოუვიდა ასეთი იმიჯი


დებმა სემმა, მარიმ და ეიკ ვან ჰატუმებმა განაცხადეს, რომ ისინი იცავენ პირად თავისუფლებას, მაგრამ ქალაქში კანაფის და სექსის ვაჭრობა ძალიან შორს წავიდა.


36 წლის მარი, ფსიქოთერაპევტი, ამბობს: „ამსტერდამი მთელ მსოფლიოში ცნობილია "პლანით" და მეძავებით. მაგრამ ასეთი არ არის ჩვენი ქალაქი."


„ზაფხულში მთელი ქალაქის ცენტრში "პლანის" სუნი დგას."


„ვფიქრობ, ახლა საჭიროა შეიზღუდოს მისი გამოყენება, რადგან ბოროტად იყენებენ მარიხუაანას მოწევის უფლებას"


„ჩვენ გვყავს მეგობარი, რომელმაც ფეხი მოიტეხა მას შემდეგ, როდესაც ერთ-ერთმა დაბოლილი ზომბი ველოსიპედით სეირნობისას მას წინ გადაუდგა და ავარია გამოიწვია."


32 წლის არქეოლოგი აიკე ამბობს : „არის განსხვავება ამსტერდამის აღქმასა და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის.ჩვენ უნდა შევზღუდოთ მისი გამოყენება, როგორც პრევენციული ღონისძიება. ეს ჩვენს ქალაქს უფრო უსაფრთხო გახდის."


32 წლის მასწავლებელმა სემმა დაამატა: „ვფიქრობ, ეს ახალი წესები კარგი იდეაა. ჩვენ არ ვეწევით კანაფს და არც არასდროს მოგვიწევია.


კაფეს მიმტანი დაფნე პომერელი ამბობს:" ტურისტებს ჰგონიათ, რომ ყველგან მოწევის უფლება აქვთ.ადამიანებს უნდა შეეძლოთ კანაფის მოწევა, მაგრამ არა ქალაქის ნებისმიერ ადგილას."


სამაგიეროდ უკმაყოფილოები არიან "პლანაქეშები"



კანაფის ერთ-ერთმა მწეველი ამბობს, რომ გაოცებულია ახალი წესებით.


28 წლის ბობი, დუბლინიდან, ირლანდია, ამბობს: „საერთოდ არ ვიცი რა გავაკეთო ამ ახალ წესებთან დაკავშირებით. ამსტერდამში სულ რამდენიმე თვის წინ გადმოვედი საცხოვრებლად, არ ვიცი რა ხდება“.


კიდევ ერთი მწეველი, 26 წლის არად არია ირანიდან, ამტკიცებს, რომ კანაფის უფასო წვდომა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ტურისტები სტუმრობენ ამსტერდამს.


მან თქვა: ”ადამიანების უმეტესობა ამსტერდამში კანაფის მოსაწევად მოდის. ფულს ყავის სახლებში ხარჯავენ და ქვეყნის განვითარებას უწყობენ ხელს“.


სექს შოუს კარისკაცმა ამ ნაბიჯს უწოდა უწოდა "bull***t". მსუქანმა, დაკუნთულმა მამაკაცმა კისერზე ტატუებით, სახელად ნიკმა თქვა : „ნარკოტიკები და სექსი ერთადერთი მიზეზია, რის გამოც ადამიანები უმეტესობა ამსტერდამში მოდის. ეს ახალი წესები bull***t.


„რის გაკეთებას აპირებენ ჩვენზე?მომუშავე გოგოების ნახევარი უკვე დახურეს“.

3
302
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
302
  
2023, 24 თებერვალი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 22 თებერვალი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 12 თებერვალი, 23:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3