x
image
თუთიკო ბერძენა
მოსკოვიას რუს გლეხობასა და საზოგადოებაში არსებული ღია მამათმავლობა და რუსტა სოდომ-ომორული ცოდვით გაოცებული უცხოელები

image

შუასაუკუნეების წერილობითი ძეგლები „თქმულება ბორისზე და გლებზე“ და “ცხოვრება უფლის მონისა მოსე უგრინისა“, ნახსენებია ვ. როზანოვის წიგნში „მთვარის შუქის ადამიანები“ როგორც სოდომ-გომორული ცოდვების აღმწერი თქმულებები.
არადა რუსები დასავლეთს, ევროპელებს მიაწერენ ამ საერთო კაცობრიულ ცოდვას თუმცა ისტორიულ ფოლიანტებს თუ გადავხედავთ, სულ სხვაგვარადაა საქმე…

გავიხსენოთ ანდრეი ბოგოლუბსკის ძე იური – გიორგი ბოგოლუბსკი…

ამ მოვლენის შოკისმომგვრელი გავრცელება ხდება მოსკოვიის რუსის ეპოქაში, განსაკუთრებით XV-XVI-XVII საუკუნეებში. ამის შესახებ გაკვირვებითა და გაოცებით წერს თითქმის ყველა უცხოელი, ვინც კი იმ პერიოდში შესულა მოსკოვიაში, დაწყებული საკმაოდ ცნობილებიდან – ჰერბერშტეინი, ოლარეუსი, მარჟერეტი და სხვ. ჰომოსექსუალიზმი უცხოელთა ცნობების მიხედვით, გავრცელებული იყო მოსახლეობის ყველა ფენაში, გლეხებსა და გაბატონებულ კლასებში.

ძველ რუსეთში ცნება „სოდომი“ ისეთივე ბურუსით მოცული იყო, როგორც დასავლეთში, მაგრამ ფაქტია, რომ ძველ რუსეთში ამ ცოდვას უფრო მიმტევებლურად ეკიდებოდნენ, ვიდრე დასავლეთში. არსებობს უამრავი ცნობა ამგვარ ცოდვილთა სასიკვდილოდ დასჯისა იმ პერიოდის დასავლეთში, რუსულ ისტორიოგრაფიაში კი მსგავსი რამ არ მოიპოვება.

ცნობებს ამ სოდომური ცოდვის შესახებ ვაწყდებით საეკლესიო ხასიათის ნაწარმოებებსა თუ საერო დოკუმენტებში. ბევრი საეკლესიო მოღვაწე ილაშქრებდა ამ მოვლენის წინააღმდეგ და იღწვოდა ეკლესიიის წიაღიდან მისი განკვეთისთვის, მაგრამ ამაოდ…

XVI საუკუნეში მამაკაცთა გარყვნილების შესახებ მრავალგზის წერდა მიტროპოლიტი დანიელი.

ეს ცოდვა მეტად გავრცელებული იყო მეფის საჯარისო ნაწილებში, ამის შესახებ კი თავის მიმართვებში წერდა რუსი მიტროპოლიტი მაკარი 1552 წელს.

ინგლისელი პოეტი ჯორჯ ტერბერვილი მოსკოვიაში იმყოფებოდა 1568 წელს. იმ დროისათვის მოსკოვიას განაგებდა ივანე მრისხანე, ტერბერვილი შეაძრწუნა რუს გლეხობასა და საზოგადოებაში არსებულმა ღია მამათმავლობამ.

მანამდე კი მოსკოვიას მართავდა დიდი მთავარი ვასილი III (1505-1533), რომელიც აღიარებული მამათმავალი ყოფილა. მას მეორე ქორწინებიდან ეყოლა ძე, შემდეგში ივანე მრისხანედ წოდებული.

ივანე მრისხანე 7-ჯერ ყოფილა დაოჯახებული, მაგრამ მას მაინც იტაცებდა ახალგაზრდა ბიჭუნები ქალის ტანსაცმელში გამოწყობილნი. მისი ერთ-ერთი ფავორიტის ფიოდორ ბასმანოვის შესახებ წერდა ა. კ. ტოლსტოი თავის ისტორიულ რომანში „თავადი სერებრიანი“ (1869)."

3
506
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
506
  
2023, 13 თებერვალი, 5:27
ე. ი. რუსებმა ეს პიდორასტიის ეტაპი გაიარეს კაი ხნის წინ, ევროპელებმა ეხლა დაიწყეს დრაკში დღნაური, რა გამოდის რუსები უფრო ცივილიზირებულია ვიდრე ევროპა? ჰა ჰა ჰა. არა და ევროპაში რა გნიასი აქვთ პიდორასტებს ჰო ჰო ჰო. აქაც დარწმუნებული ვარ ტოლსტოის არაფერი წაკითხული არ გაქვს, საიდანღაც გადმოაკოპირე ეს სირობა.
2023, 12 თებერვალი, 23:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 12 თებერვალი, 9:03
ევროპელ პიდორასტებზე არ გინდა რამე დაწერო?
0 1 3