საქართველო
"შოკში ვარ ეს რა ვნახე"- რამ აღაშფოთა თაკო ჩარკვიანი
2023, 11 თებერვალი, 20:33
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პალატიდან გავრცელებულ კადრებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ამ ყოველის ფონზე "ნაციონალურ მოძრაობაში" განხორციელებულ ცვლილელებს გამართლებულად მიიჩნევს:
"აი ეს უმძიმესი მდგომარეობა იცოდა "ზოგიერთმა ხელმძღვანელმა" და ქუჩაში გამოსულ ათიათასობით ადამიანს სახლში უშვებდა?! ეძინა ღრმა ძილით, 6 პროცენტამდე დაიყვანა დასავლური ვექტორის მსხვილი ოპო პარტია და კიდევ ბედავდა ხმის ამოღებას და პრეტენზიებს, რა თქმა უნდა სწორია ეს არჩევანი რაც გააკეთა ნაც მოძრაობის ამომრჩეველმა, უძრაობა შეცვალა მოქმედებით -აქტიურობით, რად უნდა ამას დიდი გარჩევა, რომ ჭაობს და ჩაძირვას, ხელის განძრევა და ბრძოლა ჯობია! შოკში ვარ ეს რა კადრები ვნახე მესამე პრეზიდენტისა!"- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ "ნოდარ მელაძის შაბათის" გადაცემის ანონსში გავიდა კადრები მიხეილ სააკაშვილის პალატიდან, რომლის შესახებაც ნოდარ მელაძემ განაცხადა რომ ეს სწორედ ის კადრებია, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ასე მონდომებით მალავდნენ.