x
ქართულ ენაში ყველაზე გავრცელებული შეცდომები და ხარვეზები

ქართულ ენაში ყველაზე გავრცელებული შეცდომები და ხარვეზები:

ქართულ ენაში ყველაზე გავრცელებული შეცდომები და ხარვეზები:


არასწორი ფორმა -სწორი ფორმა:


საქმე იმაშია- საქმე ისაა
არ აწყობს- არაა ხელსაყრელი
უშუალო კავშირშია -უშუალოდაა დაკავშირებული
კარგი ავტორიტეტი აქვს -ავტორიტეტი აქვს
საქმის პროფესიონალია -პროფესიონალია
მზრუნველობას იჩენს -ზრუნავს
გაყიდვაშია- იყიდება
მარცხი განიცადეს -დამარცხდნენ
გამოხატულ იქნა -გამოიხატა
დამზადებულ იქნა- დამზადდა
რეკომენდირებული -რეკომენდებული
ექსპერიმენტალური- ექსპერიმენტული
სისრულეში მოიყვანა- დაასრულა/შეასრულა
მეტად უმნიშვნელოვანესი- უმნიშვნელოვანესი/მეტად მნიშვნელოვანი
წინააღმდეგობას უწევდა- ეწინააღმდეგებოდა
კონტროლი ხორციელდებოდა- აკონტროლებდა
აკრძალვა ხდებოდა -იკრძალებოდა
გამოკითხვა მოახდინა- გამოჰკითხა
აღფრთოვანებაში მოიყვანა -აღაფრთოვანა
თავის თვითდამკვიდრებისთვის -თვითდამკვიდრებისთვის
ნებართვის მიცემა სთხოვა- ნებართვა სთხოვა
უფრო უმეტესად -უმეტესად/უფრო მეტად
ასაკოვანი მოხუცი ადამიანი -ასაკოვანი ადამიანი/მოხუცი ადამიანი
ახალგაზრდა გოგონა- გოგონა/ახალგაზრდა ქალი
დახვედრა მოაწყვეს- დახვდნენ
მადლიერებას განიცდიდა -ემადლიერებოდა
ყველაზე უდიდესი -ყველაზე დიდი/უდიდესი
კვლევა განახორციელა- გამოიკვლია
ასახვა ჰპოვა -აისახა
ხშირ შემთხვევაში -ხშირად
უმეტეს შემთხვევაში -უმეტესად
პირველი დედანი (ტექსტის)- პირველი პირი/ დედანი
დაკვირვებას აწარმოებდა- აკვირდებოდა
ძალიან საუკეთესო -ძალიან კარგი/ საუკეთესო
კვალს ამჩნევს- კვალს აჩნევს

0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0