საქართველო
"პირველი შემთხვევაა .... სად გინდა გამოყო თავი"- რას წერს შალვა ნათელაშვილი
2023, 11 თებერვალი, 10:29
!["პირველი შემთხვევაა .... სად გინდა
გამოყო თავი"- რას წერს შალვა
ნათელაშვილი image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202302/2023021110104586669.jpg)
"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის "კრედიტ სუისის" საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარის პოსტით ეხმაურება და წერს:
"პირველი შემთხვევაა კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც დიდ--ვაჭარმა მთელი საკელმწიფო შეისყიდა და ლეღვის ფოთლად აიფარა საკუთარი ქარვასლის დასაცავად და მაინც და მაინც ეს ტუზი ჩვენ დაგვეცა.სად გინდა გამოყო თავი."- ვკითხულობთ ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტის ფეისბუქპოსშტი.
"ზოგადად, რასაც ხედავთ, არის ის, რომ სასამართლო მიდის. ვხედავთ, არის სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილებები, რომელიც მიანიშნებს, რომ ბანკი იქცეოდა არაკორექტულად. რაც შეეხება ამ თემაზე სტატიების გამოქვეყნებას, შემაშფოთებელია - განცხადებებს უარყოფის სახით რაიმე პასუხი არ მოჰყოლია. შესაბამისად, ეს შემაშფოთებელია და ცენზურა - მიუღებელი", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "კრედიტ სუისის" საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზემოაღნიშნული კომენტარით ფილოსოფოსს ზაზა შათირიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ევროპულ მედიაში არსებულ ცენზურაზე საუბრობდა.