სხვა მარტივი წესი, რომელსაც ცხოვრების შეცვლა და შემსუბუქება შეუძლია 2023, 16 თებერვალი, 10:02 ალბათ, დამეთანხმებით, ხან ისეც ხდება, რომ რაღაც საქმე გაქვთ, მაგრამ მისი გაკეთება საერთოდ არ გინდათ... და იმ მომენტში, «ქვეყანაც რომ დაიქცეს», მაინც არ გააკეთებთ. გიფიქრიათ იმაზე, თუ რა არის საჭირო, რომ ეს ვალდებულება შეასრულოთ? და ის «სამომავლოდ» არ გადადოთ? აქ მარტივ ხრიკს გთავაზობთ, არასასურველი საქმის, მშვიდად, უარყოფითი ემოციების და სტრესის გარეშე შესასრულებლად. როგორც გაირკვა, ადამიანს შეუძლია, 20 წუთის მანძილზე, საკმაოდ მშვიდად აკეთოს ის, რაც არ მოსწონს. არ გიყვართ სპორტული ვარჯიშების კეთება? საოჯახო საქმეები გბეზრდებათ და ძალიან გეზარებათ თვითგანვითარებით? ყოველ დღე გაქვთ 20 წუთი, რომელიც შეგიძლიათ, აბსოლუტურად მშვიდად დაუთმოთ, თქვენს ყველაზე ნაკლებად საყვარელ საქმიანობას, ამასთან, ყოველგვარი გაღიზიანების და ხასიათის გაფუჭების გარეშე... მაგ., არ მოგწონთ საკურსო წერა? უთხარით საკუთარ თავს: «მხოლოდ 20 წუთი დავწერ და მერე რასაც მინდა იმას გავაკეთებ». საქმეში გართული, ვერ კი შეამჩნევთ, როგორ გავიდა 20 წუთი და საკმაოდ ბევრსაც დაწერთ... სახლის დალაგება გეზარებათ? უთხარით საკუთარ თავს: «ამ საქმეს მხოლოდ 20 წუთს დავუთმობ» და დაიწყეთ მოქმედება. «20 წუთის» წესის ყოველდღიურად გამოყენების შემთხვევაში, მიღებული შედეგებით, ნამდვილად გაოცებული დარჩებით! * ვინც დღეში 20 წუთი სპორტით არის დაკავებული, საკუთარ ჯანმრთელობაზე არ უნდა იდარდოს. * ვინც 20 წუთს ხარჯავს დალაგებაზე, მისი ბინა არასდროს იქნება არეული. * ვინც 20 წუთს უთმობს პირადი დღიურის წარმოებას, ის არასდროს განიცდის იდეების ნაკლებობას
აქ, რა თქმა უნდა, ყველაფერი არ არის ჩამოთვლილი, რაც შეიძლება, კონკრეტულად თქვენ გაქვთ გასაკეთებელი. მნიშვნელობა არა აქვს, რისი გაკეთება გიწევთ. დაუთმეთ მას, ყოველ დღე, მხოლოდ 20 წუთი და დროთა განმავლობაში, ის ჩვევაში გადავა. ხოლო, ჩვევა კი, როგორც ამბობენ, «რჯულზე, უმტკიცესია»! არხის სხვა სიახლეები:* ფერიების და ელფების ნახვა დღესაც შეიძლება* S, M და L ზომის ერთი და იგივე სამოსი. 15 ფოტო, რომელიც საკუთარი სტილის პოვნაში დაგეხმარებათ* თუ გინდათ, რომ ყოველთვის უბადლოდ გამოიყურებოდეთ – რჩევები სამოსთან დაკავშირებით* ყველაფერს ნუ დაიჯერებთ, რასაც ქალებზე ამბობენ – 9 მცდარი სტერეოტიპი* როგორ წარმოედგინა სტალინს ადამიანის თავისუფლება?* სახალისო ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე* ვეშაპმა დაივერს დახმარება სთხოვა (+ ვიდეო)431 4-ს მოსწონს
|