x
image
დავითი ჩუთლაშვილი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2023 და 2024 წლებში რუსეთის ეკონომიკა გაიზრდება
რუსეთის ეკონომიკა უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ მისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების მიუხედავად ჯერ კიდევ ფეთქავს და უფრო უკეთესად ვითარდება, ვიდრე ამის მოლოდინი ვინმეს შეიძლებოდა ჰქონოდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი პროგნოზის შედეგად როგორც ამ, ასევე მომდევნო წელს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ეკონომიკა მცირედით, მაგრამ მაინც გაიზრდება.


არადა, დარგის ექსპერტები 2023 და 2024 წლებში რუსული ეკონომიკის ღრმა რეცესიას პროგნოზირებდნენ. მაგრამ მათი მოლოდინები არ გამართლდა. 0, 3 % - ასეთია რუსეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ხოლო 2024 წელს რაც შეეხება, აღნიშნული პერიოდისთვის რუსეთის ეკონომიკა 2, 1 %-ით გაიზრდება. გასული წლის 2, 2 %-იანი რეცესიის შემდეგ ეს პირველი დადებითი შედეგია.


ეკონომიკა


აღნიშნული ტემპებით რუსეთის ეკონომიკა 2023 და 2024 წლებში გაუსწრებს გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ეკონომიკებს. გერმანიის ეკონომიკა 2023 წელს სულ რაღაც 0, 1 %-ით, ხოლო 2024 წელს 1, 4 %-ით გაიზრდება. ხოლო დიდ ბრიტანეთს რაც შეეხება, ის წლევანდელ წელს 0, 6 %-იანი რეცესიით დაასრულებს, ხოლო 2024 წელს მცირედი ზრდა ექნება, რომელიც 0, 9 %-ს მიაღწევს.



ექსპერტები 2022 წელს რუსული ეკონომიკის 10 %-იან ვარდნას ვარაუდობდნენ, მაგრამ მათი ეს მოლოდინიც არ გამართლდა. რუსეთის ეკონომიკა სწრაფად მოერგო ახალ ვითარებას. მდგომარეობის გართულებას იმანაც შეუშალა ხელი, რომ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი არ შეამცირა და 7, 5 %-ის ფარგლებში დატოვა, თუმცა ამის მიუხედავად ინფლაციის მაჩვენებელი სასურველ 4 %-ზე გაცილებით უფრო მაღალი დარჩა.


შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა სამხედრო აგრესია განახორციელა მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ. ომი უკრაინაში დღემდე გრძელდება და ყოველთვიურად ათეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, რომელთა შორის მშვიდობიანი მოსახლეობა და ბავშვებიც არიან.


დასავლეთმა რუსეთს უკრაინაში განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ სანქციები დაუწესა, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ენერგომატარებლების მკვეთრი გაძვირების გამო (რუსეთი ენერგომატარებლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ექსპორტიორია) აღნიშნული სანქციების ეფექტი როგორც ჩანს ძალიან დაბალი აღმოჩნდა.

1
201
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
201
  
2023, 10 თებერვალი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1