x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
8 წლის ხურშედა სულტონოვას მკვლელობა-კრიმინალური არქივიდან
image

2004 წლის 9 თებერვალს რვა წლის ტაჯიკი გოგონა, ხურშედა სულტონოვა მოკლეს. დაახლოებით საღამოს 9 საათზე, როდესაც ის ბიძაშვილ ალიბართან და მამასთან, იუსუფ სულტონოვთან ერთად, სანკტ-პეტრბურგში იუსუფოვის ბაღის სიახლოვეს საციგურაო მოედნიდან სახლში ბრუნდებოდნენ, მოზარდები მათ უკნიდან დაესხნენ თავს. სულტონოვს როცა დაეწივნენ, კრიმინალებმა ის ძირს დააგდეს და დაუწყეს ცემა. ალაბირმა მანქანის ქვეშ მიმალვა მოახერხა, ხოლო ხურშედა სახლისკენ გაიქცა, თუმცა დამნაშავეები მას დაეწივნენ და ცივი იარაღით 11 ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც გოგონა გარდაიცვალა.


თავდასხმის დროს, ეზოს მაცხოვრებლებს, სადაც ხურშედა სულტონოვას მკვლელობა მოხდა, ემოდათ შეძახილები "გაეთრიეთ რუსეთიდან!", "სცემე შავებს!" ეს ფრაზები მოისმინა ნაცემმა იუსუნჯონ სულტონოვმა და მისმა ძმისშვილმა ალაბირმაც.


ამ საზარელმა მკვლელობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, პეტერბურგის მაშინდელმა გუბერნატორმა ვალენტინა მატვიენკომ მკვლელობის გახსნა პირად კონტროლზე აიყვანა.



2005 წლის გაზაფხულზე თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით რვა მოზარდი დააკავეს - იმავე მიკრორაიონის მაცხოვრებლები, სადაც თავდასხმა მოხდა. ეთნიკური სიძულვილით მოტივირებული მკვლელობის ბრალდება მხოლოდ ერთ მათგანს, ძნელად აღსაზრდელთა სპეც სკოლის მოსწავლეს წაუყენეს, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს გახდა 14 წლის. დანარჩენებს ბრალი ხულიგნობაში ედებოდათ.


2006 წლის მარტში სანქტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულთა კოლეგიამ გაამართლა მკვლელობაში ბრალდებული მოზარდი არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, ხოლო პარალელურად ის და ექვსი სხვა მოზარდი დამნაშავედ ცნო მხოლოდ ხულიგნობაში. მერვე ბრალდებული გამართლდა. სასამართლოს განაჩენით, შვიდ მოზარდს 1, 5-დან 5, 5 წლამდე შრომა გასწორების კოლონია მიესაჯა. ეს განაჩენი ბევრმა გააკრიტიკა, განსაკუთრებით ლიბერალმა უფლებადამცველებმა.


ხურშედა სულტონოვას მკვლელობამ ფართო საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია. „ტაჯიკი გოგონას მკვლელობა“ მემარჯვენე რადიკალური ორგანიზაციების აქტივისტების დაკავების მიზეზი გახდა.


ამის შემდეგ, 2006 წლის მაისში სანკტ-პეტერბურგში დააკავეს ექსტრემისტული ჯგუფის Mad Crowd-ის წევრები, რომელსაც ხელმძღვანელობდა დიმიტრი ბოროვიკოვი (ის მოკლეს დაკავების დროს). დაკავებულებმა აღიარეს, რომ სწორედ მათ მოკლეს ხურშედა სულტონოვა.


ერთი ვერსიით, მკვლელობა „ეროვნული სიძულვილის“ ნიადაგზე მოხდა, მეორეს მიხედვით, სულტონოვის ოჯახი ნარკოტიკებით ვაჭრობდა, მათზე თავდასხმა კი ნარკომაფიის დაპირისპირების შედეგი იყო.

image

Mad Crowd-ის ბანდის ორ წევრს, ალექსეი ვოევედინს და არტემ პროხორენკოს უვადო პატიმრობა მიესაჯათ(მათ კისერზე სხვა მკვლელობებიც იყო), ხოლო ბანდის სხვა წევრებს 3-იდან 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე.

1
675
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
675
  
2023, 10 თებერვალი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1