x
მეტი
  • 04.03.2024
  • სტატია:133637
  • ვიდეო:354881
  • სურათი:507995
საბჭოთა საკულტო ფილმებში აღებული ყველაზე მოკრძალებული ჰონორარები
image

ნატალია ვარლეი-"კავკასიელი ტყვე ქალი"(1967)


მომხიბვლელი სტუდენტი ნინა საბჭოთა კინოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ცნობადი სახეა. მით უფრო გასაკვირია, რომ ნატალია ვარლეის ჰონორარი შედარებით მოკრძალებული იყო. დიახ, სსრკ-ში მსახიობების ხელფასები ნორმატიული აქტებით იყო დარეგულირებული, რაც დამოკიდებულია მსახიობის სტატუსსა და როლზე. ვარლეისთვის კი ერთ-ერთი პირველი მთავარი როლი იყო. გარდა ამისა, როგორც მოამავალმა ცირკის არტისტმა, ნატალიამ ყველა ტრუკი თავად შეასრულა. მიუხედავად ამისა, მსახიობის ჰონორარი შეადგენდა მხოლოდ 1, 219 მანეთი. შედარებისთვის, "შურიკამ" ანუ ალექსანდრე დემიანენკომ მიიღო 5520 მანეთი (ამ ფულით უკვე შეიძლებოდა მანქანის ყიდვა). სხვათა შორის, ეს იყო ყველაზე მაღალი ხელფასი ფილმში. ლეონიდ გაიდაის სარეჟისორო ჰონორარი შეადგენდა 4140 მანეთს, მაგრამ მან კიდევ 2000 მანეთი მიიღო სცენარისთვის, ამიტომ საერთო ჯამში მაინც გაუსწრო დემიანენკოს.


სვეტლანა სვეტლიჩნაია-"ბრილიანტის ხელი(1968)




ამ საბჭოთა კომედიაში სვეტლანა სვეტლიჩნაიას სახე ძნელად შეიძლება დაივიწყოს ვინმემ, თუმცა მას მცირე ეპიზოდური როლი ჰქონდა. იგი ზედმეტად შთამბეჭდავად. უცხოელი ვარსკვლავივით გამოიყურებოდა ეკრანზე, გარდა ამისა, იგი გამოჩნდა სსრკ-ში ერთ-ერთი პირველი აშკარად ეროტიკულ სცენაში.


სვეტლიჩნაიას წვლილი საბჭოთა კინოს ისტორიაში მოკრძალებულად დაფასდა - მან სწორედ ამ შიშველი სცენისთვის მიიღო მხოლოდ 46 მანეთი ! ხოლო ანა სერგეევნას როლის დანარჩენი საფასური შეადგენდა 300 მანეთს. შედარებისთვის, ნონა მორდიუკოვამ(სახლმმართველი), რომელიც ასევე ეპიზოდურ როლს ასრულებდა.სვეტლიჩნაიაზე 5 -ჯერ მეტი ჰონორარი-1531 მანეთი აიღო.


ნატალია კუსტინსკაია-"ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას(1973)


საბჭოთა კინოს კიდევ ერთი საკულტო ქერა ლამაზმანი- ნატალია კუსტინსკაია. მას პატარა როლი ჰქონდა ფილმში, მაგრამ მისი რეპლიკები ხალხში გავრცელდა - მისი გმირის სატელეფონო საუბარს გალოჩკასთან და სხვა მეგობრებთან დღესაც ციტირდებენ. დასამახსოვრებელი სახის შექმნისათვის მან მიიღო მხოლოდ 163 მანეთი, რაც თითქმის იგივე იყო, რაც ყოველთვიური საშუალო ხელფასი. ასეთი ჰონორარით საკმარისი იყო ზღვაზე დასასვენებლად წასულიყავი ან კარგი პალტო შეგეძინა. აღსანიშნავია, რომ ნატალია სელეზნევამ და ნატალია კრაჩკოვსკაიამ, რომლებიც ფილმში მთავარ როლებს ასრულებდნენ, მიიღეს საკმაოდ მოკრძალებული თანხები - შესაბამისად, 362 და 347 მანეთი. შედარებისთვის, იური იაკოვლევმა მიიღო 4350 მანეთი, მაგრამ მან ითამაშა ორი პერსონაჟის როლი.

0
616
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
616
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0