პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა საკუთარი ქალიშვილი საჯაროდ გამოაჩინა 2023, 8 თებერვალი, 12:14 ![]() კიმ ჩენ ინი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ქვეყნის არმიის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ დღესასწაულს დაესწრო. ჩრდილოეთ კორეის მეთაური, კიმ ჩენ ინი, ქალიშვილთან და მეუღლესთან ერთად, ეწვია კორეის სახალხო არმიის (KPA) მეთაურების რეზიდენციას, რათა ბანკეტზე საზეიმოდ აღენიშნა ქვეყნის ჯარების 75 წლის იუბილე. ამის შესახებ რადიო „კორეის ხმა“ იუწყება. ![]() დღესასწაულში, ქვეყნის ლიდერის გარდა, მისი ქალიშვილი და მეუღლე რი სოლ ჩჟუ მონაწილეობდა, ასევე შრომითი პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრები, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირები, კორეის სახალხო არმიის ქვედანაყოფების მეთაურები და სხვა გენერლები. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 428 3-ს მოსწონს
|