x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
11 ფოტო წარსულიდან, რომელსაც უკონტექსტოდ ვერ გაიგებთ

image


ზოგიერთი ისტორიული ფოტო შეიძლება მთელი ცხოვრებაც კი ათვალიეროთ, თუმცა ისინი ბევრს ვერაფერს გეტყვიან. მათი გაგება კონტექსტის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია, თუმცა ამ უნიკალური კადრების არსს როგორ კი ჩაწვდებით, ეს რარიტეტული ფოტოები ისტორიის ყველა უანგარო დამფასებლისთვის ნამდვილ საგანძურად იქცევა. თქვენ წინაშეა 11 ფოტო, რომელიც საინტერესო ისტორიას ჰყვება.


image


გასულ საუკუნეში ცირკში ისეთი შოკისმომგვრელი ნომრები იდგმებოდა, რომელთა ნახვაც ბავშვებისთვის სრულიად წარმოდგენელი იყო. აი, მაგალითად, საცირკო შემსრულებელი ვაგონ - აკვარიუმში ნიანგებთან ერთად, ბერლინი, 1933 წელი.

image


მსახიობმა ტალულა ბენჰედმა მაყურებელი თავისი ხრინწიანი ხმით, დახვეწილი მანერებით, მახვილგონიერებითა და თვალშისაცემი გარეგნობით მოხიბლა. მსახიობს მეძავად თვლიდნენ, თუმცა სინამდვილეში ქალს საოცრად კეთილი გული ჰქონდა.

image


სილამაზის კურსი სპეციალურად ქალებისთვის მეწარმე ჰელენა რუბინშტეინისგან (რომელიც ასევე მსოფლიოში ცნობილი ბრენდის "Helena Rubinstein"-ის შემქმნელიც გახლდათ), ნიუ-იორკი, 1958 წელი.

image


გაზეთი "Police Reporter"-ი 1942 წლიდან გამოდიოდა. მის მთავარ ხიბლს წარმოადგენდა სტატიები გახმაურებული დანაშაულების შესახებ დადგმული ილუსტრაციებით. ეს დრამები ხშირად მეტისმეტად ხელოვნურად და სასაცილოდაც კი გამოიყურებოდა.



image


მარსია პინკენფილდი მხოლოდ ექვსი თვის იყო, როცა უჩვეულო სილამაზის კონკურსზე პირველი ადგილი დაიკავა. 1972 წელს ის ამერიკის ყველაზე ლამაზ ბავშვად აღიარეს.



image

მარი-ჰელენ დე როტშილდმა 1972 წელს მე-19 საუკუნის ციხესიმაგრეში სიურეალისტური მეჯლისი მოაწყო. მასპინძელი სტუმრებს თავზე წამოცმული ირმის თავით ხვდებოდა, რომელიც ალმასის ცრემლებით ტიროდა, მეჯლისზე ოდრი ჰეპბერნი თავზე ჩიტის გალიით გამოცხადდა, ელენ როშას კი ქუდის ნაცვლად თავზე გრამოფონი ედგა.

image


ამ მყვინთავების კოსტიუმს ასევე ერქვა - "რკინის კაცი". მასში ელექტრო დამტენის გარდა, ასევე მომატებული წნევის დამცველიც იყო ჩამონტაჟებული, თუმცა მასში არსებული ყველა საჭირო აღჭურვილობისა, ფორმა ძალიან ბევრს იწონიდა, ნიუ-იორკი, 1907 წელი.


image


აი, პროფესიონალი "ტელეპათი", რომელიც შიმპანზეს ჰიპნოზირებას ცდილობს, 1941 წელი, სამწუხაროდ, ინფორმაცია მისი წარმატებული ექსპერიმენტის შესახებ არ შემორჩენილა.


image


ასე ტარდებოდა ტანვარჯიშის გაკვეთილი ფსიქიატრიულ საავადმყოფო სინტ - უილიბრორდუსში. ნიდერლანდები, ჰენკ ბლანსჯარი, 1956 წლის 14 თებერვალი.

image


1955 წელს ფოტოჟურნალისტი სალვადორ დალისთან სტუმრად მივიდა რათა ერთი დღე მასთან ერთად გაეტარებინა. "ერთი დღე სალვადორ დალისთან" სწორედ ასე ერქვა ფოტოპროექტს, რომელიც ცნობილი ხელოვანის ყოველდღიურობაზე მოგვითხრობდა.

image


1954 წლის აპრილში საბჭოთა დამშიფრველი იგორ გუზენკო ნიღაბში ამერიკელ ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევს. 1945 წელს გუზენკო სსრკ-დან გაიქცა და თან ასზე მეტი საიდუმლო დოკუმენტიც წაიღო. დასავლეთში მან პოლიტიკური თავშესაფარი და შთამბეჭდავი ჰონორარიც მიიღო.









0
309
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
309