საერთაშორისო ალბანეთის პოლიციამ მინდია ლავასოღლი დააკავა 2023, 7 თებერვალი, 15:56 ალბანეთის პოლიციამ საერთაშორისო ძებნაში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი (გორაძე) დააკავა. ამის შესახებ აიუწყება ალბანეთის პოლიცია. ლავასოღლი დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძვანელობის ბრალდებით დროებით დააკავეს, ექსტრადიციის მიზნით. ალბანეთის პოლიციის ინფორმაციით, მინდია გორაძე ტირანაში იმალებოდა ყალბი პასპორტით, უკრაინის მოქალაქის გვარით. მინდია გორაძეს საერთაშორისო ძებნაში იყო და მას ბრალად ედება შეიარაღებული ძარცვა, ძალადობა, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. 131 შეფასება არ არის
|