x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508536
"თურმე ღმერთი შურისმაძიებელია, ვინაიდან აია სოფიაში წირვა აღარ ტარდება... აი, ეს არის ქართული მართლმადიდებლური გაგება" - პეტრე კოლხი
image

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია თურქეთში მომხდარ მიწისძვრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და იმ ადამიანებს ეხმიანება, რომლებიც მომხდარ სტიქიურ უბედურებას "ღვთის ნებას" უკავშირებენ.


"თურმე ღმერთი შურისმაძიებელია და ვინაიდან, აია სოფიაში წირვა აღარ ტარდება, ამიტომ გადაწყვიტა, რომ მიწისძვრის შედეგად, ჩვილი ბავშვებიც ნანგრევების ქვეშ მოაქციოს…


აი, ეს არის ქართული მართლმადიდებლური გაგება…. ასეთებს უწოდებენ ნამდვილ ქრისტიანებს…



ცოტა თუ დაფიქრდება იმაზე, იქნებ ეს არაადამიანური მიდგომა უფრო დამანგრეველია კაცობრიობის ფსიქიკისთვის, ვიდრე სხვა დანარჩენი…


საიდან ხართ ასეთი უღმერთო და გულგაყინულები… რატომ გაქვთ ასეთი პრეტენზია რწმენაზე…


სწორად რატომ არ კითხულობთ სახარებას…. რატომ ვერ იგებთ მოწყალე სამარიტელის იგავის აზრს…


ეროვნული ნიშნით რომ შეერჩია სამარიტელს გზაზე დავარდნილი სნეული, სიკვდილისთვის გაიმეტებდა და ყურადღებას არ მიაქცევდა…


რატომ არ გიჭირთ, პატარა, უმანკო ბავშვების მიწისძვრით სასტიკი მკვლელობა…


რატომ აბრალებთ ამას ღმერთს, რელიგიას…


ეს სადიზმია, უდიდესი ბოროტებაა…


ასეთი აზროვნება-ერის დეგრადირების შედეგი და მართლაც უდიდესი სასჯელია… წესით ჩვენ უნდა გვარყევდეს მიწა, მანამდე ფსიქიკა აშკარად შეგვერყა…


მუსლიმებო, მე თქვენ მიყვარხართ… ამაყი ვარ, თქვენ რიგებში საოცრად კარგი მეგობრები მყავს…


ღმერთი იყოს თქვენი, ჩვენი და დედამიწის მფარველი!.."

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთში 4 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის პრეზიდენტმა 7 დღიანი გლოვა გამოაცხადა. ნანგრევებში 2 000-ზე მეტი მოქალაქე რჩება. მაშველები 24 საათზე მეტია, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ. თურქეთ-სირიის დამანგრეველი მიწისძვრის გამო, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.
3
644
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
644
  
2023, 10 თებერვალი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 8 თებერვალი, 9:09
არ განიკითხოს აწვებიან წვეროსანთა ურდო და ამ დროს,თვითონ კრიტიკის ტალღა დაატეხეს მოსახლეობას. შესაძლოა,არ არის მართმადიდებლობა ის,რომ გაგიხარდეს ან ღმერთის სასჯელი უწოდო ამ მიწისძვრას,მაგრამ არც ის რო არ არის,როცა 25 მილიონს იღებ გაჭირვებული ქვეყნის ბიუჯეტიდან,უამრავ მოძრავ თუ უძრავ ქონებას და წარბიც არ უტოკდებათ. მრევლი მშიერი ყავთ და თვითონ ასიათასიანი ჯიპებით გადადგილდებიან,ხოდა ესენი საუბრობენ სარწმუნოებაზე და რწმენაზე? ნათქვამია,ისეთმა ფურმა უნდა გაგწიხლოს,შენზე მეტს რო იწველიდესო. მსგავსი კომენტარები და გამოსვლები არის ილუსტრაცია იმის,რომ ადამიანების გაზომბებას ცდილობენ და დროა,ერი გამოფხილზდეს. წარმოდგენა არ მაქვს,ღმერთი არსებობს თუ არა,მარა ეს წვეროსნები რო მტვკვარში ჩასაყრელები არიან ეგ 100% ვიცი.
2023, 8 თებერვალი, 9:02
რავი რა,თვითონვე ასწავლიან ადამიანებს რო ყველაფერი უფლის ნება და რა არის გასაკვირი იმაში,თუ მბრევლმა ღმერთს მიაწერეს ეს მიწისძვრა? თუ იქეთ მიყავს საუბარი ამ დეკანოზს,თურმე თურქეთში და სირიაში მიწისძვრა ღმერთის ჩარევის გარეშე მოდა,მაშინ გამოდის,რომ ღმერთი არ არსებობს და ადამიანებს ტყუილში აცხოვრებდნენ. როდის გვატყუებდნენ წვეროსნები,როცა ამბობდნენ რო ყველაფერი ღმერთის ნებაა თუ ეხლა,როცა ამ ყველაფერში ღმერთის არსებობსას გამორიცხავენ?

პირადად შევესწარი,როცა მღვდელი შვილ მკვდარ კაცს ეუბნეოდა რო ყველაფერი უფლის ნებაა და მისმა შვილმა უკეთეს სამყაროში გადაინაცვლა,ამიტომ უნდა უხაროდეს და არ უნდა ტიროდეს,გლოვობდეს.ეხლა ეს დეკანოზი,გვეუბნება რო უნდა ვიგლოვოთ,რადგან ღმერთის ხელი აქ არ არის და ეს ტრაგედია ეშმაკის მოწყობილია.გარდაცვლილები უკეთესს სამყაროში ვერ ხვდებიან და ტირილი მოსულა. სინამდვილეში კი,არც ღმერთი არსებობს და არც ეშმაკის ხელი ურევია ამ ტრაგედიაში,მიწისძვრას ფილების გადადგილება იწვევს და ასე წარმოიქმნება ბიძგები. თურქეთი და სირია სეისმურზონაში არიან,რაც იცოდნენ დიდი ხნის წინ და მომზადება შესაძლებელი იყო მეტნაკლებად. სირია დანგრეული და გაპარტახებული ქვეყანაა,ხოდა არ არის გასაკვირი თუ ვერ მოემზადნენ,მაგრამ თურქეთი? სამხედრო ხარჯები რო შეემცირებინა და ისეთი შენობები აეშენებინათ,რომელიც მეტნაკლებად დაიცავდა ხალხს. ფოტოები და ვიდეო ვნახე,ზოგო შენობა ისევ დგას და ზოგიერთი მთლიანად განადგურებულია.მესმის,რომ მიწისძვრის შედეგების თავიდან არიდება შეუძლებელია,მაგრამ მასიური ნგრევის შემცირება ხო არის შესაძლებელი?
0 1 3