x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ზელენსკის სან-რემოს ფესტივალზე სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს
image

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდანვე, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვები კულტურ ღონისძიებებზე ტრადიციად იქცა. ის უკვე გამოჩნდა კანისა და ვენეციის კინოფესტივალებზე, ასევე "ოქროს გლობუსში." მიუხედავად ამისა, მისი პოტენციური დასწრება იტალიაში, სან-რემოს სიმღერის ფესტივალზე საკამათო გახდა 17 იანვრიდან.


ბევრი სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით იტალიაში უკრაინის ომის მიმართ აზრი ორად არის გაყოფილი, სწორედ ამიტომ იგი აქ პოპულარობით ვერ სარგებლობს, წერს იტალიური გამოცემა Le Monde.


სან- რემოში ფესტივალის ორგანიზატორებმა ზელენსკის ფესტივალის დასკვნით დღეს გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს. უნდა ითქვას, რომ მათ ამის საფუძვლიანი მიზეზები ჰქონდათ, რადგან ფაქტიურად „ხალხის ხმას“ ყური უგდეს. იტალიელებმა შექმნეს პეტიცია ფესტივალზე ზელენსკის გამოსვლის წინააღმდეგ. ნებისმიერი სახით - თუნდაც მოლაპარაკე თავი, თუნდაც ფორტეპიანოზე დამკვრელი, თუნდაც მომღერალი პირით ან სხვა. რამდენიმე დღეში პეტიციას 100 000-მდე ადამიანმა მოაწერა ხელი. მათ შორის არიან ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები - დიასახლისები, მეზღვაურები, ვეტერინარები, პარიკმახერები, მძღოლები, დამლაგებლები, პოლიციელები და რამდენიმე მამაცი იტალიელი მინისტრიც კი.


- იმედი ვიქონიოთ, რომ სან -რემოს იტალიური სიმღერების ფესტივალად დარჩება და სხვა არაფერი, - განაცხადა იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ.


საბოლოოდ ორგანიზატორებმა არც მწვადი დაწვეს და არც შამფური, სან-რემოს ფესტივალზე ვოლოდიმერ ზელენსკის ვიდეომიმართვა არ იქნება.


მაგრამ "ამადეუსი" წაიკითხავს ტექსტს, რომელსაც უკრაინის ლიდერი გაუგზავნის სამოთხეში.


„ჩვენ ყოველდღიურ კონტაქტზე ვართ ელჩ მელნიკთან. ის ვიდეოს კი არ გამოაგზავნის, არამედ ტექსტს“, - განაცხადა Rai -ის გასართობი პროგრამების დირექტორმა სტეფანო კოლეტამ.

1
309
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
309
  
2023, 7 თებერვალი, 19:02
გეი პარადებზე გამოვიდეს სიტყვით იქ უარს არ ეტყვიან.
0 1 1