x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ ატარებდნენ ჩინეთში ადრე მამაკაცები ნაწნავს გაპარსულ თავზე?

image


ციურ იმპერიაში იმპერიული ძალაუფლების დაცემამდე არსებობდა ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ყველა კაცს შუბლიდან თავის წინა ნაწილი უნდა გაეპარსა და კეფაზე დატოვებული თმა ნაწნავის სახით ეტარებინა. მამაკაცის ეს ორიგინალური ვარცხნილობა შეგიძლიათ ნახოთ როგორც ძველ ნახატებზე, ასევე ფოტოებსა და ისტორიულ ფილმებშიც. საიდან გაჩნდა ეს ტრადიცია? რატომ შეცვალეს ჩინელებმა მის მიმართ რამდენჯერმე თავიანთი დამოკიდებულება? და რას ნიშნავდა ზოგადად ნაწნავი მოპარსულ თავზე?





თმა ან სიცოცხლე



გაპარსულ თავზე ნაწნავის ტარების ტრადიცია ჩინური არ იყო. მე-17 საუკუნეში ციური იმპერია მანჯუსებმა დაიპყრეს. ისინი, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს არ ცდილობდნენ კანონების, რელიგიის შეცვლას ან ძალაუფლების იერარქიის გარდაქმნას. ტახტზე დინასტია შეიცვალა. მანჯურიელი მმართველი ცინის ხაზის იმპერატორების წინაპარი გახდა. დამპყრობლებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩინელები ახალ იმპერატორს ბოლომდე დამორჩილებოდნენ.


image


მანჯურიელი იმპერატორი აისინგიორო სიუანე - ცინის დინასტიის მმართველი. ის ტახტზე 7 წლის ასაკში ავიდა და ქვეყნის მართვა დაიწყო დევიზით: "კანსი" ("წარმატებული" და "გაბრწყინებული"). ამის გამო, იმპერატორი "კანსის" სახელით მოიხსენიება.

ცინის დინასტიამ ხელისუფლებაში მოსვლა იმიტომ შეძლო რომ ჩინეთი მთელ რიგ შიდა პრობლემებს განიცდიდა. ქვეყანა კრიზისში იყო. დამპყრობლებს ციურ იმპერიაში ძალაუფლების მთელი სისტემის გაძლიერება სჭირდებოდათ. მანჯუსებმა ჩინეთში მამაკაცის ახალი ვარცხნილობა გადაწყვიტეს რომ მორჩილების სიმბოლოდ ექციათ. ყველა მათგანს თმა შუბლის ზემოთ უნდა მოეპარსა, უკან კი თმა შეეძლოთ რომ დაეტოვებინათ, თუმცა ის ნაწნავის სახით უნდა ეტარებინათ.




"ნაწნავო, გაიზარდე წელამდე"



თავდაპირველად, ნაწნავი ეროვნული სირცხვილის სიმბოლო იყო, ვინაიდან ჩინეთი დამპყრობლებს დაემორჩილა, მაგრამ ერთი საუკუნის შემდეგ ადგილობრივები ბედს შეურიგდნენ. შუბლი თმის გარეშე და გრძელი ნაწნავი ციური იმპერიის კულტურული ტრადიციის ნაწილად და ქვეყნის ხელისუფლებისადმი მოქალაქეების ერთგულების სიმბოლოს გამოხატულებად იქცა.


image


ყოველ 10 დღეში მამაკაცები თავის ნაწილს იპარსავდნენ, კეფაზე ნაწნავი კი სულ უფრო იზრდებოდა, მისი "ბრწყინვალება" თანდათან მამაკაცების სიამაყე გახდა. თუ თმა არ იზრდებოდა ან ნაწნავი მოკლე იყო, მამაკაცები პარიკებს იყენებდნენ, რომლებსაც ცხენის თმას ან შავ აბრეშუმს უმატებდნენ. ჩინელები ტრადიციულ ვარცხნილობას ქვეყნის ფარგლებს მიღმაც ატარებდნენ, თუმცა ხელისუფლების მათ უკვე იქ აღარ ეშინოდათ.





ნაწნავის ძირში მოჭრა


image


მამაკაცის ნაწნავის მიმართ მორიგი გადატრიალება ჩინეთში მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხდა. რევოლუციური განწყობები ერთდროულად მიმართული იყო როგორც მონარქიის, ასევე დინასტიის წინააღმდეგ, რომელსაც კიდევ ერთხელ შეახსენეს მისი მტაცებლური ბუნების შესახებ. მტკიცედ განწყობილმა ახალგაზრდებმა ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ნიშნად ნაწნავები მოიჭრეს. ცნობილია, რომ ასე მოიქცა ახალგაზრდა ლიდერი მაო ძედუნიც. როდესაც რევოლუციამ გაიმარჯვა და ჩინეთმა თავი რესპუბლიკად გამოაცხადა, ცინის დინასტიის უკანასკნელმა იმპერატორმა ნაწნავი დემონსტრაციულად მოიჭრა. იმ დროს, ტრადიციული ვარცხნილობა ჩინეთში ზოგადად, ყველაფერი მოძველებულის სიმბოლოდ იქცა. მოგვიანებით, კულტურული რევოლუციის წლებში, მოკლე ვარცხნილობების გავრცელება, მათ შორის ძალის გამოყენებითაც დაიწყეს.









0
722
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
722