x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ქალის ყველაზე საშინელი კოშმარი" - როგორ აღმოჩნდა სამაგალითო ქმარი და მოსიყვარულე მამა მანიაკი, რომელსაც 40 წელი ეძებდნენ
image


ამ დამნაშავეს თითქმის 40 წელი ეძებდნენ. ის აუპატიურებდა ავსტრალიელ ქალებს, ელოდებოდა მათ პარკებში ან შუაღამისას სახლებში შედიოდა და ყოველ ჯერზე ახერხებდა პოლიციისგან თავის დაღწევას. როგორ იპოვეს დეტექტივებმა დამნაშავე? და ვინ იყო ის მამაკაცი, რომელმაც გააუბედურა 31 ქალი? ქვემოთ მოგვითხრობს იმ ურჩხულის შესახებ, რომელიც ავსტრალიაში 16 წლის განმავლობაში დაძრწოდა.


1987 წელი, ჩვეულებრივი სამუშაო დღის ადრიანი დილა. რენდვიკის სიდნეის გარეუბანში მდებარე სახელმწიფო საავადმყოფოში სიმშვიდე იყო.33 წლის მედდა ჯენიფერი, პერსონალისთვის განკუთვნილ ოთახში იმყოფებოდა. მან არ იცოდა, რომ იმ დღეს მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლებოდა.


უცებ ოთახში ნიღბიანი მამაკაცი გამოჩნდა. ოთახში აივნის კარიდან შევიდა, ჯენიფერს ხელი ჩასჭიდა, დანა ყელზე მიადო და უთხრა, რომ მის გაუპატიურებას აპირებდა. „ძალიან მეშინოდა... არ მჯეროდა, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო. ეს იყო კოშმარი, ” იხსენებს ის.



რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში ძალაგამოცლილი ჯენიფერი იჯდა. ის დათანხმდა ექსპერტიზას, რომლის დროსაც მის სხეულზე დამნაშავის დნმ-ის კვალი აღმოაჩინეს. მტკივნეულ მოგონებებთან გასამკლავებლად ქალს რამდენიმე წლის განმავლობაში სჭირდებოდა ფსიქოლოგის დახმარება.


მაშინ მოძალადე ვერ იპოვეს. ამასობაში კი უფრო და უფრო მეტი მსხვერპლი მიმართავდა პოლიციას და ის კი კვლავ თავისუფალი იყო.



დამნაშავე დაუსჯელად თავს ესხმოდა სიდნეის აღმოსავლეთ გარეუბნის მცხოვრებლებს 1985 წლიდან 2001 წლამდე. ამ დროის განმავლობაში შეშფოთებულმა ავსტრალიელებმა მას მრავალი მეტსახელი შეარქვეს . 1980-იან წლებში ის ცნობილი იყო როგორც "ასწლეულის პარკის მოძალადე". ათი წლის შემდეგ პრესამ მას " მოძალადე ბონდიდან" უწოდა. 2000-იან წლებში თავდასხმების ახალი ტალღის შემდეგ, ის გახდა "მოძალადე სპორტულებში". 2016 წლისთვის კი, როცა პოლიციამ გაარკვია, რომ დანაშაულთა უმეტესობა ერთმა ადამიანმა ჩაიდინა, მას მეტსახელად "მხეცი ბონდიდან"(Bondi Beast)შეარქვეს.


Bondi Beast-მა გააუპატიურა ათობით ქალი და გოგონა 13-დან 55 წლამდე. ზოგჯერ ღამით საცხოვრებელ კორპუსებში შედიოდა და მძინარე ქალებს ესხმოდა თავს. სხვა შემთხვევაში, მოძალადე ელოდა მსხვერპლს, სანამ ისინი სპორტული თამაშებით ერტობოდნენ ქუჩებსა და პარკებში, შემდეგ კი დანის მუქარით მიათრევდა უკაცრიელ ადგილებში. ხშირად მას დანაც კი არ ჰქონდა, მსხვერპლისთვის მუქაროს შემცველი სიტყვებიც საკმარისი იყო.


დაზარალებულები მოძალადის გარეგნობას სხვადასხვანაირად აღწერდნენ. „1980-იან წლებში ის ფიზიკური აგებულებით გამხდარი იყო, 1990-იანი წლების დასაწყისში მას აღწერდნენ, როგორც საშუალო აღნაგობის კაცს, ხოლო 1990-იანი წლების ბოლოს ის გახდა სპორტსმენი და დაკუნთული კაცი“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.


დამნაშავეს ყოველთვის ეკეთა ნიღაბი, მაგრამ ტანსაცმელი ჩვეულებრივ ყოველდღიური იყო: სპორტულები, მაისურები ან შორტები.


"ეს არის ქალის ყველაზე საშინელი კოშმარი: გაიღვიძო შუაღამისას და დაინახო, რომ ვიღაც ნიღბიანი დანით ხელში გადგას თავზე." შელი ჯონსი, მოქმედი დეტექტივი.



ზოგიერთი აღწერილობა იმდენად განსხვავდებოდა, რომ პოლიციას თავდაპირველად სჯეროდა, რომ ყველა ეს თავდასხმა ხორციელდებოდა სხვადასხვა კაცის მიერ.

image

გამოძიება მკვდარი წერტილიდან დაიძრა მხოლოდ 2005 წლიდან, როდესაც სექსუალური დანაშაულების განყოფილების დეტექტივებმა იპოვეს იმავე დამნაშავის დნმ-ის ნიმუშები 2000-იანი წლების დასაწყისში ჩადენილი ძალადობის 5 შემთხვევაში.



მოუხელთებელი მოძალადის საპოვნელად ავსტრალიის პოლიციამ ჩამოაყალიბა ჯგუფი, კოდური სახელწოდებით "Doreen". გამომძიებლებმა ხელახლა შეისწავლეს მტკიცებულებები, ათასობით დოკუმენტი, მსხვერპლთა ჩვენებები და ფოტოები დანაშაულის ადგილიდან, რომელიც "ბონდელ ურჩხულს" შეეძლო ჩაედინა. დროთა განმავლობაში მათ მოახერხეს და კიდევ 7 გაუპატიურება დაუმტკიცეს.


ყოველ შემთხვევაში დნმ-ის ნიმუშები გაიგზავნა დიდ ბრიტანეთში, ახალ ზელანდიასა და სხვა ქვეყნებში, თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.


"ის მოჩვენებას ჰგავდა. საოცარია, როგორ იძვრენდა თავს.-დეტექტივი მელისა კრიდლენდი.


გამოძიება მრავალი წლის განმავლობაში შეჩერდა და მხოლოდ 2016 წელს განახლდა . იმ დროისთვის გამომძიებლებმა მოახერხეს კრიმინალის ფოტორობოტის შედგენა.


დეტექტივები თვლიდნენ, რომ მოძალადის სიმაღლე 160-დან 180 სანტიმეტრამდე იყო, მას ჰქონდა მუქი კანის ფერი, მუქი ტალღოვანი თმა, ყავისფერი თვალები და ფართო ცხვირი.


გაიზარდა ასევე მასთან დაკავშირებული გაუპატიურების რაოდენობა 31-მდე. 12 შემთხვევაში, ეჭვები დადასტურდა დნმ-ის ნიმუშებით, სხვა 18 შემთხვევაში არ არსებობდა ფიზიკური მტკიცებულება, მაგრამ "ბონდელი მხეცის" მახასიათებლები მის ქმედებებში გამოიკვეთა.


"ბონდელი მხეცის" შემთხვევაში, ავსტრალიის პოლიციას მოუწია დნმ-თი იდენტიფიკაციის უფრო რთული გზის არჩევა.


საქმე იმაშია, რომ მოძალადე მთელი ამ წლების განმავლობაში ახერხებდა სამართალდამცავებისგან გასხლტომას, სავარაუდოდ სხვა უბრალო დარღვევაზეც არ იყო მოხვედრილი პოლიციაში, რათა დნმ-ს ანალიზი აეღოთ, ამიტომაც მისი მონაცემები არ იყო პოლიციის მონაცემთა ბაზაში.


დამნაშავე უნდა მოეძებნათ Y-ქრომოსომით, რომელიც მხოლოდ მამაკაცებს ავთ და გადაეცემა მამის მხრიდან თაობიდან თაობას. მას აქვს მუტაციის დაბალი ხარისხი და არ იცვლება დიდი ხნის განმავლობაში, ამიტომ მისი გამოყენებით შესაძლებელია ნათესავების იდენტიფიცირებით დამნაშავის გამოვლენა.



მას შემდეგ, რაც "ბონდელი მხეცის" რამდენიმე ნათესავი იპოვეს, დეტექტივებმა დაიწყეს ოჯახის გენეალოგიური შტოს შედგენა, რომელიც მათ ერთმანეთთან აკავშირებდა.საბოლოო ჯამში სიაში 324 ადამიანი მოხვდა. ამათგან ერთი დამნაშავე იყო, მაგრამ რომელი?


მხეცის სავარაუდო ასაკი, ადგილმდებარეობა და სხვა მახასიათებლები მეტნაკლებად ცნობილი იყო. აღმოჩენილი ნათესავების უმეტესობა ამ კრიტერიუმებით გამოხშირეს და დაიწყეს სათითაოდ მათი შემოწმება.


საბოლოოდ მივიდნენ დამნაშავემდე.


2022 წელს გამომძიებლებმა შეძლეს მოძალადის ვინაობის დასახელება ეს იყო 66 წლის კიტ სიმსი. „დნმ-ის ნიმუში ემთხვეოდა დანაშაულის ადგილის მონაცემებს. ასეთი დამთხვევის ალბათობა 100 მილიარდიდან ერთია. ამიტომ, დაზარალებულებიდან აღებული დნმ-ის ნიმუშები მხოლოდ მას ეკუთვნის“, - განაცხადა გამოძიებაში მონაწილე დეტექტივი დენ უოკერი.


თუმცა, საქმე იმაშია, რომ სასამართლოზე მისი წარდგენა ვერ მოხერხდა.საქმე იმაშია, რომ კრიმინალი, რომელმაც ათეულობით ქალი გააუპატიურა, ცოცხალი აღარ იყო.



66 წლის კიტ სიმსი ცხოვრობდა ლეპარუზეში, გარეუბანში სამხრეთ-აღმოსავლეთ სიდნეში. იგი მშვიდად გარდაიცვალა 2022 წლის თებერვალში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, ექვსი თვით ადრე, სანამ მისი დნმ-ს იდენტიფიცირებას მოახდენდნენ. გარდაცვალების მიზეზი თირკმლის უკმარისობა გახდა.

image

გარდაცვლილის ახლობლები და მეგობრები იხსენებენ მას, როგორც ერთგულ ქმარს, მამას და ბაბუას. დაკრძალვაზე მოიხსენიეს როგორც "გმირი" კეთილი გულით და მოსიყვარულე, სამაგალითო მამა, რომელსაც უყვარდა ფეხბურთის თამაში და გართობა.


კიტმა ბევრი სამსახური გამოიცვალა: იყო ეროვნული პარკებისა და ველური ბუნების თანამშრომელი, მუშაობდა ბოტანიკის საბჭოში, უნივერსიტეტის გოლფ-კლუბში და მებაღედაც კი.


ახლობლებმა არ იცოდნენ მისი ორმაგი ცხოვრების შესახებ, ამიტომ ცნობამ, რომ ის ათეულობით გაუპატიურებაში ბრალდებული, მთელი ოჯახი შოკში ჩააგდო.


უამრავ კითხვას შორის, რომლებიც სამუდამოდ პასუხგაუცემელი დარჩა, მათ ყველაზე მეტად აინტერესებდათ: როგორ ახერხებდა ამდენი ხნის განმავლობაში მათ მოტყუებას და ასევე სასჯელისგან თავის არიდება?


69 წლის ჯენიფერს, ყოფილს მედდას და კიტ სიმსის ერთ-ერთმა პირველს მსხვერპლს, დიდი ხნის ნანატრი ამბის გაგებისთანავე ცრემლები წამოუვიდა.


"ბევრი ემოცია იყო", - განაცხად "Doreen"-ის თანამშრომელმა შელი ჯონსმა. ეს იყო რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სატელეფონო ზარები. ბევრმა ქალმა განიცადა ნამდვილი შვება. გაგვიხარდა, რომ მოძალადის იდენტიფიცირება მოხდა. ის ვერასოდეს შეძლებს მსგავსი რამის გაკეთებას“.

2
383
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
383
  
2023, 4 მარტი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 11 თებერვალი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2