x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
გერმანელი ექსპერტი ამბობს, თუ რანაირად შეიძლება დამთავრდეს უკრაინის ომი

აღმოსავლეთ ევროპის ექსპერტი, ჰანს-ჰენინგ შრიოდერი განმარტავს, რომ პუტინის შეჩერება უკრაინაში შესაძლებელია, რისთვისაც დასავლეთმა უკრაინა უნდა გააძლიეროს. სწორედ ამიტომ, მისი აზრით უკრაინისთვის ტანკების მიწოდება კარგი გადაწყვეტილებაა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინელი ხალხი ბრძოლას განაგრძობენ და დანებებას არ აპირებენ. მათ საქმის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანა სურთ, რაც შრიოდერის აზრით სრულიად რეალისტური პერსპექტივაა.


მაგრამ სწორედ ამ მიმართულებით გერმანელი ექსპერტი მოლაპარაკებების მნიშვნელობას უსვამს ხაზს, ოღონდ იმისათვის, რათა რუსულმა მხარემ მოლაპარაკებების წარმოება გადაწყვიტოს, უნდა იგრძნოს, რომ უკრაინა ძლიერი ქვეყანაა, რომელთანაც დამპყრობლური ამბიციები არავის გაუვა. ასეთი უკრაინა კი მხოლოდ მაშინ გახდება, თუ დასავლეთი მას სათანადო დონეზე დაეხმარება. ასეთია გერმანელი პოლიტოლოგის მოსაზრება.


შრიოდერის აზრით, უკრაინის ომის დასასრულმა ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა უნდა ჩამოაყალიბოს. რუსეთი, ნატო და პოსტსაბჭოთა ქვეყნები ერთად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ შექმნან ევროპაში უსაფრთხოების გარანტიები.


თუმცა, შრიოდერს ესმის, თუ რა რთულია რუსეთის ნდობა, გამომდინარე იქიდან, რომ ის ხშირად არღვევს სხვადასხვა ხელშეკრულებებს. მეორე რაიხის კანცლერი, ოტო ფონ ბისმარკი ამბობდა, რუსეთთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება იმ ქაღალდის ფასიც კი არ არის, რომელზეც ეს შეთანხმებაა დაწერილიო. ძნელია ამ მოსაზრებას არ დაეთანხმო. ქართველებმა არაერთხელ ძალიან მწარედ გამოვცადეთ ბისმარკის სიტყვების ჭეშმარიტი ბუნება. თუმცა ჩანს, ეს ყველამ ზედმიწევნით კარგად ჯერ კიდევ არ იცის. ეს არ იცის არც თავად შრიოდერმა, რომელიც თითქოს კარგად ხვდება რუსული დიპლომატიის ორპირობასა და გაიძვერობას.



დასავლეთში რუსეთს ჯერ კიდევ ენდობიან, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნდობა არანაირად არ შეიძლება. არადა, გაუგებარია, კიდევ რაღა უნდა მოხდეს, რათა ცივილიზებული სამყარო იმაში დარწმუნდეს, თუ როგორია რუსეთი სინამდვილეში.


უკრაინა

2
709
2-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
709
  
2023, 6 თებერვალი, 8:39
კარგ რჩევას მოქცემ ჩუთლაშვილი, ბისმარკი წაიკითხე, გერმანული თუ იცი ორიგინალში ჯობია. იქ უკრაინელებზე ნახავ ბისმარკისეულ საინტერესო აზრებს. ძალიან ასაზიზღრებს.
2023, 6 თებერვალი, 7:53
ჩუთლაშვილი ან შროდერია აფერისტი ან შენ, ბისმარკს ასე არ უთქვამს ეს რაც გიწერია რუსებზე კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი, ბისმარკმა თქვა ასე. "არასოდეს არ ისარგებლოთ რუსეთის სისუსტით და ნუ გააფორმებთ მათთან კაბალურ ხელშეკრულებას გავა დრო ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან იმისთვის რაც მათ ეკუთვნით და თქვენი ხელშეკრულება გახდება იმ ქაღალდის ფასი რომელზეც ეს ხელშეკრულებაა დაწერილი." კიდევ ერთი ბისმარკისეული რჩევა "თუ თამაშობთ რუსებთან ითამაშეთ პატიოსნად წინააღმდეგ შემთხვევაში ჯობია საერთოდ არ ითამაშით." ქართველებმა რაც გამოვცადეთ ჩვენს თავზე სულ ჩვენი უგუნურობის ბრალია სამივე ომი ჩვენ დავიწყეთ, გამსახურდიამ იჩკერიის დამოუკიდებლობა აღიარა და ამის მერე გვიკვირს ასე რატომ მოგვექცა რუსეთი. საკუთარ მიქარვებს არ ვიმახსოვრებთ და იმიტომაა ამ დღეში რომ ვართ. "ცივილიზებულმა" სამყარომ გააკეთა აღიარებითი ჩვენება მერკელის და ორლანდის სახით, მინსკის ხელშეკრულება დროის გაყვანის მიზნით იყოო. ამ კუტუ ექსპერტებ სად პოულობ? აი ამერიკელი ექსპერტი მაიორი სკოტ რიტერია:

https://www.youtube.com/shorts/j-rUb01p4HQ

ეს კი პოლკოვნიკი დუგლას მაკ გრეგორია

https://www.youtube.com/shorts/jlSyIWzkJeQ

https://www.youtube.com/shorts/eh1F9x4VMEg
0 1 2