x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ჯიგურდამ საჯაროდ და უცერმონიოდ აკოცა ვოლოჩკოვას მუცლის ქვემოთ(ვიდეო)
image

პიკანტური მომენტის ვიდეოჩანაწერი ამ დღეებში გავრცელდა ინტერნეტით.


ცნობილმა ბალერინამ, ანასტასია ვოლოჩკოვამ ცოტა ხნის წინ 47 წლის იუბილე აღნიშნა.


ამასთან დაკავშირებით, ვარსკვლავმა წვეულება მოაწყო, სადაც, რა თქმა უნდა, სხვა სტუმრებთან ერთად მიიწვია მისი ახლო მეგობარი, სკანდალური მსახიობი ნიკიტა ჯიგურდა.



ის დაბადების დღეზე მეუღლის, მოციგურავე მარინა ანისინას გარეშე მივიდა.


როგორც ჩანს, კანონიერი მეუღლის არყოფნით ისარგებლა ჯიგურდამ და წვეულების დროს იგი სრულად გადაეშვა მორევში.


მაშ ასე, ფოტოგრაფებთან პოზირების დროს, ნიკიტა ჯიგურდა ვნებიანად ჩაეხუტა ანასტასია ვოლოჩკოვას, ჯერ ლოყაზე აკოცა, შემდეგ კი ცალ მუხლზე დაიჩოქა და ბალერინას მუცლის ქვემოთ, ზუსტად ბიკინის არეში აკოცა. თუმცა საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ვისთვის როგორ, კაბა არ აუწევია და მხოლოდ გარედან აკოცა.


ჯიგურდას გამოხტომამ, როგორც ჩანს, სკანდალური და ყველაფრი მნახველი, თავად ვოლოჩკოვაც დააბნია.


მომხდარით გაოგნებული მოცეკვავე უბრალოდ იდგა და დარცხვენილი იღიმოდა.


"მე ქალღმერთ ვოლოჩკოვასთან ერთად (ჩემი ქალღმერთის ანისის ნებართვით) ტროლებს, ტროლებს და ტროლებს თვალთმაქცებს, მოძულეებს და შურიან ადამიანებს", - ასეთი მინაწერი გაუკეთა თავად ჯიგურდამ ვიდეოს.

გასული წლის დეკემბერში უფრო სკანდალებით ცნობილმა(და არა ცეკვით)ნასვამმა ანასტასია ვოლოჩკოვამ რესტორანში აყალმაყალი მოუწყო სააგენტოს მაჭანკალს, რომელმაც ვოლოჩკოვას საახალწლო არდადაგებზე ვერ უშოვა პარტნიორი "ფულის ტომარა".


"იახტებით და თვითმფრინავებით”, მამაკაცი, რომელიც, რომელიც მასთან ერთად უნდა გაფრინილიყო მალდივის კუნძულებზე, უნდა გადაეხადა ბილეთების საფასური, თანაც უნდა წეყვანა კერძო თვითმფრინავით"(დაწვრილებით იხილე <<ამ ბმულზე>>)



0
672
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
672
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0