მუსიკა "ეს "თაღლით-შოუ", მისი შედეგები და ევროვიზიაზე მომღერლის მათ მიერ გაგზავნის უფლება გაბათილებულად უნდა გამოცხადდეს!" - თამარ ივერი 2023, 4 თებერვალი, 17:20 მეგაშოუ "ვოისის" გამარჯვებული 22.8%-ით 21 წლის ირუ ხეჩანოვი გახდა. 2023 წლის "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე საქართველოს სწორედ ის წარადგენს. გამარჯვებული მაყურებელთა ხმების რაოდენობით გამოვლინდა, თუმცა ხეჩანოვის გამარჯვებას ბევრი რიგითი თუ ცნობილი ადამიანი მწვავე კრიტიკით შეხვდა, მიაჩნიათ, რომ გოგონას გამარჯვება წინასწარ იყო დაგეგმილი მათ შორის ჟიურის ერთ-ერთი წევრი დათო ევგენიძეს ჯერ კიდევ კონკურსის დამთავრებამდე ერთ-ერთ ჩანაწერში ამბობს, რომ "ხეჩანოვზე მიდის მუშაობა და მასზე მთელი კამანდა მუშაობსო". "ვოისის" კონკურსს გამოეხმაურა ოპერის მომღერალი თამარ ივერიც: "ვოის-ფარსის მორალურად დაზარალებული მონაწილეების მიერ აყვანილნი უნდა იყვნენ იურისტები და მათ მიერ, საჯაროდ უნდა გასაჩივრდეს და გამოაშკარავდეს ეს აფიორა და წინასწარ ჩაწყობილ-დადგმული სპექტაკლი!! შეიქმნას პეტიცია, გაუქმდეს შედეგები! მოეწყოს: ან 20-კაციანი ავტორიტეტული კომისიის მიერ საყოველთაო მოსმენა და მათ გადაწყვიტონ ევროვიზიაზე წამსვლელი! ან შეიქმნას ევროვიზიის რჩეულის ფეისბუკ გვერდი.აიტვირთოს ყველა გამომსვლელის კლიპები და ვინც ყველაზე მეტ ხმას, კომენტარს დააგროვებს ელექტრონულად...წავიდეს ის! ან....სხვა ვერსიები ხალხმა მოიფიქროს! ფაქტია რომ ეს "თაღლით-შოუ", მისი შედეგები და ევროვიზიაზე მომღერლის მათ მიერ გაგზავნის უფლება გაბათილებულად უნდა გამოცხადდეს?-წერს თამარ ივერი. რამდენიმე საათის წინ თამარმა სხვა პოსტიც დადო: "გილოცავთ! საქართველო თურმე ასეთი რქებიანი ეშმაკის იმიჯით და სატანისტური ორგიის კლიპით უნდა წარადგინოს ამ გოგომ ევროვიზიაზე....და ეს ყველაფერი იმიტომ რომ ბატონ გიგა კუხიანიძეს ასე უნდოდა.კოსტიუმებიც თვეების წინ შეიკერა, სიმღერაც თვეებით ადრე დაიწერა.ანუ...ყველაფერი საევროვიზიოდ თვეებით ადრე ამ გოგოზე შეიქმნა და რაღა საჭირო იყო ეს ფარსი, რასაც "ვოისი" დაარქვეს და აპამპულეს უნიჭიერესი ბავშვები ვერ ვხვდები? და საინტერესოა, საერთოდ ვინ მისცა ამ პიროვნებას ამხელა სადავეები რომ ასე ბეჭზე შემომხტარი გაწვრთნილი მაიმუნივით მართოს ქვეყნის საზ.მაუწყებელი საინტერესოა. პ.ს. მავანთ აქ დაწერეს...არა, ეს არ არის საევროვიზიო კლიპიო.არანაირად არ გვაინტერესებს! ადამიანი რომელიც მისი კარიერის დასაწყისშივე ეშმაკის კოსტიუმს მოირგებს და სატანისტური ორგიების ამსახველ კლიპს ჩაწერს თანაც პორნოგრაფიულ-ამორალური ტექსტით...ის საქართველოს სახე და ხმა არ უნდა იყოს არც ევროვიზიაზე და არც სარაიონო კონცერტზე!! ვერ გავიგე, ჩაწყობით და მახინაციებით გაყვანილ მომღერალზე, რატომ ახვევენ ქართველ ხალხს რომ ეს არის ერის რჩეული და კონკურსზე წარგზავნილი ვერ ვხვდები? ან თვეების განმავლობაში რას აპახავეს და აბუჩად აიგდეს ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა თუკი ჯერ კიდევ მაისის თვეში, იტალიაში გადაუწყვეტია ბატონ გიგას ამ გოგოს გაყვანა კონკურსზე?" 285 2-ს მოსწონს
|