მოვლენები რატომ არ უნდა შეიღებოთ ჭაღარა თმა - ჭაღარას დიდი და რეალური ეფექტი 2023, 4 თებერვალი, 10:30 ჯეკ მარტინი ამერიკელი სტილისტია, რომელსაც შეუძლია აჩვენოს ჭაღარა თმის სილამაზე და სიმტკიცე.
ცნობილი კოლორისტი თვლის, რომ ბუნებრივი ფერის თმის ტარება სოციალური ბორკილებისაგან თავის დაღწევის საშუალებაა.
დღეს ახალგაზრდებშიც კი მოდური გახდა ჭაღარასფერი თმები, რისთვისაც სპეციალურად იუფერულებენ თმას და შემდეგ ნაცრისფრად იღებავენ. ჭაღარა ქალბატონები კი მოდის ტენდენციის მიუხედავად, მაინც იფერავენ წაღარა თმებს. ეს ალბათ იმიტომ, რომ მათთვის ჭაღარა სიბერის ზარად აღიქმება, ხოლო ახალგაზრდებმა ისედაც იციან, რომ ახალგაზრდები არიან. ამასთან, ახალგაზრდებში ხელოვნურ ჭაღარას თან არ ერთვის ნაოჭების მთელი ბადე სახეზე და ეს მათ არ აძლევს დაბერებული ქალბატონის იერ-სახეს. ასაკოვან ადამიანებს კი ჭაღარა თითქოს კიდევ უფრო აბერებთ. დიდხანს რომ იცოცხლო, უნდა დაბერდე! სიბერე საჩუქარია! ერტადერთი კი, რითაც უდროოს სიკვდილი აჯილდოვებს ადამიანს, მარადიული ახალგაზრდობაა... ვისაც საკუთარი ჭაღარა აღიზიანებს, მათ უნდა იცოდნენ, რომ თმის ფოლიკულები მცირე რაოდენობით წყალბადის ზეჟანგს აწარმოებს. მაგრამ დაგროვების შემთხვევაში, იგი თმას აუფერულებს. ამგვარ დარღვევას მკურნალობენ ულტრაიისფერი აქტივირებული ნაზავით. მას ასევე იყენებენ კანის პიგმენტაციის დარღვევის დროსაც. მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ ვიტამინ D3-ის ნაკლებობა იწვევს მელანინის დაკარგვას. იგივე ხდება ვიტამინ B12-ის ნაკლებობის დროსაც. (ნივთიერება, რომელიც პასუხისმგებელია კანისა და თმის შეფერილობაზე. ზოგჯერ, იმისათვის, რომ გაჭაღარავება შევაჩეროთ, საკმარისია ბალანსირებულ კვებაზე გადასვლა ან ამ ვიტამინების მიღება (ზომიერად). 515 1-ს მოსწონს
|