x
image
თუთიკო ბერძენა
ინსტაგრამის ქალღმერთები! ნახეთ ვინ დგას რეალურად მათ უკან - ბევრს იცინებთ... ან სულაც იტირებთ

image

დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ეს სტატია ამ თემაზე, რადგან ეს ადამიანები გარკვეულწილად თანაგრძნობას იწვევენ, თანაც პირველმა მან ესროლოთ ქვა, ვინც ჩვენ შორის უცოდველია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა. ეს ადამიანები უკვე გადასახლდნენ ფანტაზიების სამყაროში და სურთ, ჩვენც მათი თვალით დაგვანახონ საკუთარი თავები.


ყველამ ვიცით, რომ ინსტაგრამის სამყაროში ბევრი გამოგონილი პერსონაჟია: არავინ ატარებს წლის 90% -ს სანაპიროზე და ჭამს მხოლოდ ლობსტერებსა და ფუა-გრებს. სამწუხაროა, როდესაც გოგონები ძალიან შორს მიდიან ტყულში... იმდენად შორს, რომ ვერარც კი ხვდებიან, რომ ფილტრებისა და ფოტოშოფების შედეგებს მათი ბუნებრივი გარეგნობა სჯობს ბევრად.

ასეთი ტენდენციები საბოლოოდ ისევ ადამიანის ფსიქიკაზე იმოქმედებს ნეგატიურად, რადგან მათში გაორება იწყება, საკუთარიუ თავის უარყოფა იწყება. მათ აღარ შეუძლიათ მიიღონ საკუთარი თავი ისეთი, როგორებიც სინამდვილეში არიან.

ინსტაგრამზე რამდენიმე ადამიანის ვინაობა ვიკვლიე, ვინ იდგა რეალურად ამ ფოტოების მიღმა. ზოგის პოვნა ძალიან გართულდა, მაგრამ ადამიანის ანატომია ოხერი რამაა, მისი კარგად ცოდნა ადვილად გაგაკეთებინებს იდენტიფიცირებას მითიურ ფოტოსა და რეალურს შორის.

ამ ქალბატონს ინსტაგრამზე 900 000 გამომწერი ჰყავს. ცოტა ხანში თვითონაც დაიჯერებს, რომ მარჯვნივაა რეალური, ხოლო მარცხნივც ეს მხოლოდ მისი ჩრდილია

image

აქ უკვე მარჯვნივ დგას ქალი, რომელიც თავს მარცხენად ასაღებს და ეს გამოთაყვანებული ბრბო კომენტარებში ყმუის. არ ვიცი, რას ერჩის თავის ნამდვილ გარეგნობას.. მაგრამ ეტყობა გამოთაყვანებულთა ყმუილის დეფიციტი ჰქონდა მანამდე

image


სახეზე ვერ დავადგინე რა აქვს ჩადენილი, რადგან მისი ვინაობის დაზუსტება არც ისე ადვილი აღმოჩნდა მაგრამ შეხედეთ მუხლებს... ნორმაში ხომ არ ჯდება, მაგრამ არც მუხლის პათოლოგიებში არ ჯდება ეს ფორმა
image


რაკი ანატომიას მივადექით, ეს რაღა უბედურებაა? თუ ზემოდან ქვემო პროექციასაც გავითვალისწინებთ, რომ ვიზუალურად ასეთი პოზიციით გადაღებული ფოტო ქვევით უფრო ვიწროვდება, გამოდის, რომ ქალს წელისა და მუხლის გარშემოწერილობა ერთნაირი აქვს... ბარძაყისა - წელზე კიდევ უფრო დიდი

image

ყმუილს წკავწკავიც ემატება მაგალითად ამ მარცენა ფოტოს ქვეშ, რომლის უკანაც დგას რეალური ქალბატონო მარჯვნივ.

image


ესაა ის შემთხვევა, როცა შენს გაცილებით ლამაზ ტანადობას იმახინჯებ უზარო და საშინელი მოდური ტენდენციებით, გქონდეს გალიფი შარვალივით განზე გასული მენჯები. კატასტროფა! სახეც რა მშვენიერი აქვს რეალობაში!

image


ზევით წელისა და მუხლის ზომა იყო თანხვედრილი, ეს კი აზარტში შევიდა და მაჯის გარშემოწერილობამდე დაიყვანა წელის გარშემოწერილობა... ეტყობა ნაწლავები დიაფრაგმის ზევით "აიყარა" - შუასაყარში

image


არაუშავს, ბავშვობა მოენატრა ეტყობა და დაბრუნდა ბავშვობაში, მაგრამ ეგრე არ დარჩეს....

image

გულწრფელად შემეცოდა ეს გოგო, მის რეალურ ფოტოზე რაღაცნაირი სევდაა, არასრულფასოვნების განცდა, არადა, ეს განწყობა და შინაგანი მდგომარეობა რომ შეიცვალოს, ამ დაფოტოშოფებულ ლამაზმანზე ნაკლებად ეფექტური არ იქნება.
image

ამ ფოტოშოფის ნაყოფს 1 000 000 გამომწერი ჰყავს... ცუდია, როცა საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო ხარ და ირგვლივ კიდევ მილიონ ადამიანს ატყუებ. საშინელება იწყება შემდეგ ეტაპზე.... როცა ერთხელაც ვინმე ფანთაგანი პაემანს დაუნიშნავს.... აი, მანდ დაიწყება სასოწარკვეთილება, სრული ფრისტრაცია... ეგებ ამას სჯობდეს, საკუთარი თავის პატივისცემა და მიღება შეძლოს...

image


არ იფიქროთ, რომ მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან ამ დღეში. უბრალოდ ყველა მამრობითი ერთმანეთს დამსგავსებია და აზრი აღარ ჰქონდა ბევრი ფოტოს წამოღებას. ესეც საკმარისია... ნახეთ როგორ მიუხატავს კუნთები, სულ ბატიბუტებივით დაუყრია!
image და ტორტივით ლუკმა ბოლოსთვის შემოვინახე!
თუ კარგად დააკვირდებით მარცხენა ფოტოს, თვით კედლებსაც და იატაკსაც უკვირს გოგონას ეს გარეგნობა...

ჭამას მოუკელი, ბუბუსია!
image
და საერთოდ, როგორც თქვენ მიიღებთ საკუთარ თავს, ისე მიგიღებენ სხვებიც! შეიყვარეთ საკუტარი თავები ისეთები, როგორებიც ხართ!

1
1582
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
1582
  
2021, 17 მარტი, 19:17
ნარცისიზმში გადაუვათ მალე
0 1 1