მხატვრობა კომფორტული სავარძელი გოგენისთვის, უბრალოდ სკამი - საკუთარი თავისთვის - ვან გოგის ძმისგან ნაყიდი მეგობარი 2023, 4 თებერვალი, 9:31 ვან გოგის დიდი ხნის ოცნება იყო მხატვართა ისეთი გაერთიანების შექმნა, სადაც ყველა თანამოაზრე ერთად იცხოვრებდა და თავისუფლად შექმნიდა შედევრებს. 1888 წლის მაისიდან ვან გოგმა იქირავა ოთხი ოთახი ყვითელი სახლის მარჯვენა ფრთაში არლში, ლამარტინის მოედანზე. მან კყველა ოთახი საგანგებოდ გაარემონტა კიდეც. ოქტომბრის ბოლოს მასთან სტუმრად მივიდა ცნობილი ფრანგი მხატვარი პოლ გოგენი. იმისათვის, რომ გოგენი მასთან დარჩენილიყო, ვინსენტის ძმამ თეომ შესთავაზა გარკვეული თანხა, რომელსაც თვიურად უხდიდა კიდეც. ვინსენტს ძალიან გაუხარდა შეხვედრა, რადგან იმ დროს ისინი მეგობრობდნენ. დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მხატვრები ერთად ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. ნახატი "გოგენის სავარძელი" დახატულია 1888 წლის ნოემბრის ბოლოს. ვან გოგს სურდა ეჩვენებინა, რომ სწორედ ეს ცარიელი სკამები ემსახურება ხშირად მფლობელების პერსონიფიკაციას. დაახლოებით იმავე პერიოდში მან ასევე დახატა "ვინსენტის სავარძელი", რომელიც ითვლება გოგენის სავარძლის დამატებად. ეს ნახატი ლონდონის ეროვნულ გალერეაშია. ამ ტილოების საშუალებით მხატვარს სურდა გადმოეცა საკუთარიუ და მეგობრის პროტოტიპი, ორი პერსონაჟის განსხვავებულობა. ოთახის ცენტრში სავარძელი და სკამი სამყაროს ცენტრის მნიშვნელობას ატარებდა. როგორც თავად ოსტატმა თქვა, "სკამი არის ყველაზე საჭირო, მთავარი და ყველაზე საოჯახო ავეჯი". სკამზე ჯდომისას ამ ნივთის ყველა ელემენტი ადამიანის სხეულის ყველა ნაწილს მოიცავს. სკამი, ისევე როგორც სავარძელი, უსულო საგნებია, ადამიანის ადგილი კი ცოცხალის სიმბოლოა. მატერიალურ სივრცეში მისგან კვალი რჩება. „ცარიელი სივრცის“ ჩვენების იდეა არაერთხელ გაჩნდა მხატვრის შემოქმედებით ფანტაზიებში ავადმყოფობის შემდეგ, როცა მიხვდა, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანს არაფერი რჩებოდა. თუ პირველ სურათზე მხატვარმა გამოსახა სკამი ანთებული სანთლით, მაშინ მეორე სურათზე არის სევდიანი და მარტოხელა სკამი სამგლოვიარო სანთლით. გოგენის სავარზელი კომფორტულია, ანუ გოგენს ჰქონდა სწრაფვა ფუფუნებისკენ, ხოლო ვინსენტის სკამი უბრალოა, ანუ მისთვის სკამი მხოლოდ სკამია და სულ არ აინტერესებს, როგორ სკამზე დაჯდება. სკამები ერთმანეთისკენ ზურგ სექვეულ პოზიციაშია.... ორი ტილო ასახავს ცხოვრებისეული პოზიციის მოტივების არარსებობას. ბოლოს და ბოლოს, მისი ერთადერთი მეგობრის წასვლით, ვან გოგის ყველა ოცნება და იდეა დაინგრა. მართლაც, მეგობრობის გარდა, მხატვარს გოგენთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი ჰქონდა. სწორედ გოგენის წასვლის შემდეგ მიმართა მან თვითდასახიჩრებას და მოიჭრა ყური. მერე კი მალევე, 1989 წელს გარდაიცვალა. ვინსენტის გარდაცვალებამ დიდი სულიერი ტრავმა მიაღებინა მის ძმას, თეოს, რომელიც 4 წლით უმცროსი იყო და 15 წლის ასაკიდან მორალურ და ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებდა უფროს ძმას. ვინსენტის გარდაცვალებიდან 6 თვეში თეომაც დაასრულა სიცოცხლე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. 29 1-ს მოსწონს
|