მხატვრობა ბროწეულივით სავსე, იდუმალი, წვნიანი, მდიდრული შემოქმედება და გოგონები, რომლებიც უხმოდ გესაუბრებიან - განსხვავებული ხედვის მქონე მხატვარი 2021, 21 მაისი, 23:14 იდუმალი და შთამაგონებელიბროწეულის გოგონები, რომელიც ავსებენ მხატვარ ირმა კუხიანიძის შემოქმედებას საოვარი ფერებით, აზრებით, სისადავით. ცივი ფერებით გადმოცემული უზარმაზარი სითბო. ინდივიდუალობა. არავის ჰგავს. თითოეული ეს გოგონა თვითონ ირმაა, ბროწეულებიც ირმაა, მისი სულიერი სამყარო და მისი ფიქრები. ბროწეული ანტიკური ხანიდან სილამაზის, ნაყოფიერებისა და სიძლერის სიმბოლოდ ითვლება.
ბროწეული არა მარტო ძველ წერილობით წყაროებშია მოხსენიებული, მას ყველა ეპოქის ხელოვნებაშიც ვხვდებით. საყურადღებოა მისი როლი ევროპულ ზღაპრებში. ხანგრძლივი ისტორიის მქონე ეს მცენარე თვითონაც დიდხანს ცოცხლობს: ზოგი ეგზემპლარი 200 წლამდე ასაკს აღწევს. ერთხანს მივიწყებული ბროწეულის ნაყოფი უკანასკნელ წლებში, შეიძლება ითქვას, ხელახლა აღმოაჩინეს და მას ისევ ინტენსიურად იყენებენ კულინარიასა და კოსმეტიკაში, ხოლო ირმა - სახვით ხელოვნებაში. ირმა ქუთაისელია. იმერეთში ბროწეულის კულტურა არ ხარობს ისე, როგორც აღმოსავლეთის რეგიონებში. იმერეთში უფრო მმჟავე არომატის, მოყავისფრო-მომწვანო ჭრელი გარსიანი ბროწეულის ორღობეებს შეხვდებით სოფლებში... თუმცა მხატვრის შტაგონებისა და წარმოსახვისთვის ამას ხელი არ შეუშლია... პირიქით, მის ნახატებში რაღაც შორეულია, ეგზოტიკური, ნათელი და იმედიანი.... მართლია, ირმას ყველა ნახატში ბროწეული არაა, მაგრამ ბროწეული რომ მისი შემოქმედების მთავარი ატრუბუტია, ეს ფაქტია. ვან გოგს მზესუმზირები, ირმას ბროწეულები, რას გაუგებ მხატვრებს? თუმცა ერთ რაიმეში კი ნიჭიერ მხატვარს ნამდვილად გაუგებ - საოცრად ზემოქმედებს შენს ესთეტიკურ აღქმაზე! 289 5-ს მოსწონს
|