მხატვრობა ორი დემონის მსხვერპლი რემბრანდტი 2021, 15 ივლისი, 22:55 რ ე მ ბ რ ა ნ დ ტ ი --- 415 წლის გახდა წელს, 15 ივლისს
“ნაღვლიანი გენია” – ასე უწოდა ლერმონტოვმა ჰოლანდიელ ფერმწერს, გრავიურისა და ნახატის ოსტატს, რ ე მ ბ რ ა ნ დ ტ ჰარმენს ვან რეინს .
XVII საუკუნის 50-იანი წლები... მისი აღმავლობის პერიოდი...
1606 წელს მოევლინა სამყაროს... დაიბადა ლეიდენში.
ნიდერლანდების სახელოვანი ფუნჯის ოსტატი...
რ ე მ ბ რ ა ნ დ ტ ი ს ჯადოსნური პალიტრა ამსტერდამის ცას აფერადებს.
მასში იმდენჯერ მოკვდა ჯადოქარი...
ტკივილებით დაღარულმა სულმა შედევრების შექმნის პროცესში აღმაფრენები გამოსტყუა ზეცას...ხელოვანს სჭირდება ორი რამ შემოქმედებისთვის: ტკივილი და აღმაფრენა. ... ყველა გენიოსი ამ ორი დემონის მსხვერპლი ხდებოდა.
...ამ აღმაფრენასა და ტკივილში შთანთქმული ოსტატი ქმნიდა ”უძღები შვილის დაბრუნებას”, ჰენდრიკიესა და სასკიას პორტრეტებს, ეფლობოდა მტანჯველ და დიად მარტოობაში....
***
...მიუხედავად რემბრანდტის გლეხური წარმომავლობისა, მასზე დაქორწინდა არისტოკრატული წარმომავლობის ქალი. სასკია ვან ეილენბიურხი, – ასე ერქვა მის პირველ მეუღლეს, რომელიც იყო მხატვრის შემოქმედების ულამაზესი ნატურა და ფუნჯის ოსტატი ვნებით აღსავსე მზერით ხატავდა მის სხეულს. იყო ეს ყველაფერი ვნებაზე და სიყვარულზე მეტი, - აღმაფრენა მის ცხოვრებაში და შემოქმედებაში.
რემბრანდტი დაუახლოვდა ქალაქის მმართველ წრეებს, ინტელიგენციას. იღებდა შეკვეთებს, ხატავდა პორტრეტებს, კომპოზიციებს. ჰყავდა მოწაფეები და თანაშემწეები. მისი სახელოსნო ნამდვილ მუზეუმად იქცა.
თუმცა ბოლოს ყველა მოწაფემ მიატოვა ოსტატი მხატვარი...
ყოველი მოსწავლის წასვლას თან მიჰქონდა რემბრანდტის სულის ნაწილი, ... საკუთარ თავს ჯიუტად უმეორებდა, რომ ყველა ვალდებულია საკუთარ გზას დაადგეს, მოწაფეები გაიფანტებიან სხვადასხვა კუთხეში და თან წაიღებენ მისი ხელოვნების უკვდავ სხივებს...
***
ბედნიერი ხანა რემბრანდტის ცხოვრებისა მალევე დასრულდა, როგორც კი პირველი ვაჟიშვილი - ტიტუსი შეეძინათ. ჩვილმა ტიტუსმა მხოლოდ რამოდენიმე თვე დაჰყო დედის მკლავებში, მძიმე ავადმყოფობამ წაართვა მას დედა ... იწყება დიდი ტკივილის წლები მხატვრის ცხოვრებაში, ცოლის სიკვდილით გამოწვეულმა ტანჯვამ დაადუმა მხატვარი.
შემდეგ სახელოსნო, . მხოლოდ სახელოსნო. ხსნა ფერებში... ჩაკეტილი სივრცე... მხოლოდ პალიტრის ზეიმი და არაფერი სხვა. სამყაროს მოწყვეტილი რემბრანდტი სწორედ ამ ხანებში ქმნის შედევრებს...
...ჰოლანდიელ ბურჟუაზიულ საზოგადოებასთან კონფლიქტის შემდეგ იკლო შეკვეთებმა;. საზოგადოებას აღარ მოსწონდა რემბრანდტის უცვლელი ინტერესი და სიყვარული უბრალო ადამიანებიადმი, მისი გაბედული, თავისუფალი ფერწერა, რეალისტური ხედვა.
დედით დაობლებულ ტიტუსს კი სახლში მოახლე ზრდის, რომელსაც ის დედას ეძახის. ახალგაზრდა ქალი - რომელსაც შვილივით უყვარს დაობლებული ბიჭი და რომელიც მონუსხა მისი ბატონის ჩუმმა და ჩაკეტილმა ცხოვრებამ, რომელსაც გულს უთრთოლებს ამ კაცის ტკივილი, თანაუგრძნობს მას ჩუმად და მხურვალე სიყვარულით ზრდის მის შვილს...
ჰენდრიკიე - სწორედ ეს ქალი შეიქმნება მისი მეორე და სამუდამო სიყვარული, რომლის ძალამაც რემბრანდტს ძველი ტკივილები დაავიწყა და იწყება ახალი ბედნიერი ხანა - მათი თანაცხოვრება.
ჩნდება გოგონა - კორნელია.
ჰენდრიკიეს განურჩევლად უყვარს ორივე შვილი. ტიტუსი აღმერთებს პატარა კორნელიას. რემბრანდტი კი აღმერთებს თავის ოჯახს...
***
დგება ბედნიერი წლები იმ დრომდე, სანამ გაუთვალისწინებელმა ვალებმა ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. ისევ ტანჯვისა და სიღარიბის წლები, გაფანტული ოჯახი და ისევ ფერწერა - მხსნელ ჯადოქრად მოვლენილი.;
მხოლოდ ფერებში დანახული სინათლე და სიღარიბე, რომელიც აურაცხელი სიმდიდრის, მეგობრების ღალატისა და სახელოვანი დიდების შემდეგ მოვიდა.
რჩება ეს დიდებული მხატვარი ისევ საკუთარ სიღარიბესთან, რისგანაც უკვე წამოზრდილმა ტიტუსმა იხსნა.
ტიტუსი აღმერთებდა მამას, შეუდგა მამის ვალების დაფარვას და საკუთარი სავაჭრო საქმიანობის შედეგად ფეხზე დააყენა მამის ოჯახი.
***
კვლავ ერთად შეყრილი ოჯახი და ძლივს მიღწეული ერთიანობა. თუმცა უბედურება რემბრანდტის თანამდევი სული აღმოჩნდა.
ჰენდრიკიე - ქალი, რომელმაც სიხარული და ბედნიერება მოუტანა მას, ხელიდან ეცლება ავადმყოფობის გამო და სამუდამოდ ტოვებს სიხარული ხელოვანის გულს..
...ისევ მტკივნეული სიჩუმე...
რემბრანდტის ფერები გამუქებულია და ჩრდილები ადრინდელზე მუქი ჩანს. ჰენდრიკიემ სამუდამოდ წაიღო მისი ნათელი ფერები. ...
***
...ის იყო ოსტატი, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული,
მისი ნახატები აუქციონზე აურაცხელი ტირაჟით იყიდებოდა, თუმცა კი მთელს ამსტერდამსა და ნიდერლანდებში აღიარებულ ოსტატს მრავლად გამოუჩნდნენ მოშურნეები და მოღალატეები, ... ისინიც ცდილობდნენ სახელი გაეტეხათ, ჩირქი მოეცხოთ მისი ხელოვნებისთვის, დასცინოდნენ მის შემოქმედებას, თუმცა ოთხი საუკუნის შემდეგ მხოლოდ რემბრანდტის გენია შემორჩა საუკუნეებს, მისი მოქიშპენი კი უგზოუკვლოდ აღიგავნენ პირისაგან მიწისა...
... ამდენი ტკივილისაგან მხცოვანი მხატვარი საკუთარ მარადიულობას ქსოვს და მარტოობასთან ერთად, გარდაცვლილი საყვარელი ადამიანების - სასკიას, ჰენდრიკიესა და ტიტუსის ლანდებს ელაციცება,
ფერთა საუფლოში კი სამუდამოდ ტოვებს საკუთარ დიდებულ სახელს:
”რემბრანდტ ვან რეიენი - ამსტერდამელი ჯადოქარი. ”
(თეინ დე ფრისი "რემბრანდტი")
* * *
ლეიდენელი დიდოსტატის შემოქმედებითი გზა მთავრდება ისევ შედევრით, რომელიც გვაოცებს თავისი სიღრმით, სულიერი წვის განცდით., ...მისი ცხოვრების ყველაზე ტრაგიკულ პერიოდში შეიქმნა “უძღები შვილის დაბრუნება”...
...რემბრანდტის ოსტატობა, უბრალო საგანი აქციოს უძვირფასეს ფერწერულ ზედაპირად, უმაღლეს დონეს ამ შედევრში აღწევს..
..გენიალური რეალისტის გამჭრიახობით რემბრანდტმა ასახა თავისი ეპოქა, ისე როგორც ეს არც ერთ მის თანამედროვეს არ გაუკეთებია.
51 2-ს მოსწონს
|