x
image
მარიამმ პაიჭაძე
„პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს, უნდა დაიკითხონ სააკაშვილის ოჯახის წევრები და ექიმები..." - რას წერს ბონდო მძინარაშვილი
ბონდო მძინარაშვილი


ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონის გარშემო ატეხილ ამბავს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ერთი კვერცხი, ერთი კიტრი, ორი ცალი მოხარშული კარტოფილი, ოთხი ცალი სალათის ფურცელი, შილაფლავი სოკოთი, ცივი მჭადი, შავი პური ნივრით... - ეს რა საჭმელია?!


ოჯახი ამას როგორ აჭმევთ, არ გრცხვენიათ?!



პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს პატიმარი პაციენტის ჯანმრთელობის მიზანმიმართულად დაზიანების გამო!


უნდა დაკითხონ ოჯახის წევრები და ექიმები, ვინც ეს რაციონი შეუდგინა!
ოჯახს რატომ აძლევთ ამდენ უფლებას?!


სახელმწიფოს ვალდებულებაა პატიმრის უსაფრთხოების დაცვა და საკვებით უზრუნველყოფა!


აჭამეთ!" - წერს ბონდო მძინარაშვილი.


შეგახსენებთ, რომ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებულ პროცესზე განაცხადა, რომ ის საკვები, რაც ყოფილ პრეზიდენტთან ყოველდღიურად მიაქვთ, მაგალითად, ნივრიანი პური, შავ პურზე წასმული გაჭყლეტილი ნიორი და სოკოს შილაფლავი, არაფერში წერია.


„ის საკვები, რაც მასთან ყოველდღიურად მოდის, მაგალითად, ნივრიანი პურის და შავ პურზე წასმული გაჭყლეტილი ნივრის რაღაც რაოდენობის მოტანა, მე არ ვიცი ეს რაში წერია. ვერ ვხვდები შილა ფლავის სოკოთი მოტანას, ეს რომელ გაიდლაინში წაიკითხეს. ჩვენმა ენდოკრინოლოგმა ჩაუშალა კალორაჟით, რომელი პროდუქტებია საჭირო, რა რაოდენობით არის საჭირო, ეს ყველაფერი მათ ძალიან ბევრჯერ აქვთ ახსნილი“, - განაცხადა ნინო ნადირაძემ.


ბონდნო




0
212
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0