x
image
მარიამმ პაიჭაძე
გელა ზედელაშვილი ნიკა მელიაზე: „არ დაიჯერებთ... ერთი კი წამოსცდა..."
გელა ზედელაშილი ნიკა მელია


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას გადაცემა „რეაქცია"-ში სტუმრობას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„გუშღამ ერთი საათი იბუყბუყა, მიედო, მოედო, იბოდიალა, ფაქტობრივად ვერაფერი თქვა!


არ დაიჯერებთ... პარტიიდან გამოგდებული ისეთი კეთილთვისებიანი გახდა, ისეთი დამნდობი, ისეთი მეგობრული, წინ კორეელი დედოფლის მიუნგ-სუნგის ორეული რომ უზის, იმას ტანში ჟრუანტელმა დაუარა და გულში სითბო ჩეეღვარა.



არადა, პირწავარდნილი ქლესაა, ხომ ვიცით?!


ერთი კი წამოსცდა, მე შემვარდნი ტიპი ვარ, პარლამენტში შევარდნას რომ აპირებდა, ეგ მე ვიყავიო.


მიუნგ-სუნგს ისევ დაუარა ტანში ჟრუანტელმა და კი ხედავთ, მაგ მომენტს.
იძულებითი გადახვევა:


დედაკაცს ეგრე სწყუროდეს გადატრიალება, ცხოვრებაში ეგეთი არავინ მინახავს... ყოველ გადაცემაში იკაპიწებს ხელებს, ათამაშებს მუსკულებს და გვამხობს, ხან იქით გვატრიალებს, ხან აქეთ... 30 წელიწადია გვაჯანჯღარებს.
ეძებს, ეძებს, სულ გადამტრიალებლებს ეძებს, უთანხმდება, პასუხებსა სთხოვს, ეძიება, ასკვნის, ადასტურებს, თუ ვინმე შეეწინააღმდეგა, თავზე ქოქოლას აყრის... წინა კვირას აკია ბარბაქაძემ უთხრა რაღაცა გადაკვრით (შენი გადაცემა „იმედს" დაემსგავსაო) და გაუქანდა, რაიო? არა, რა თქვი შენა, ბიჭოვო? იმან, აკიამ, არაფერი, მე ეგრე კი არა, იგრე ვთქვიო, ფერი დაკარგა, გაფითრდა, მგონი ჩაიფსა.


ვიიიიიიიშ!" - წერს ზედელაშვილი.


ნიკა მელია


ნიკა მელია ინგა გრიგოლია


გლაა





0
272
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0