კულტურა "დღე, როდესაც მოკვდა მუსიკა" ანუ "ბადი ჰოლის წყევლა" 2023, 3 თებერვალი, 13:59 – "The Day the Music Died" - ასე ჰქვია ავიაკატასტროფას, რომელიც მოხდა 1959 წლის 3 თებერვალს, აიოვაში Clear Lake-ის მახლობლად, რომელშიც დაიღუპა სამი ამერიკული როკ-მუსიკოსი: ბადი ჰოლი, რიჩი ვალენსი და ბიგ ბოპერი, ასევე პილოტი როჯერ პეტერსონი. მომღერალმა დონ მაკლინმა მოგვიანებით მოიხსენია ტრაგედია, როგორც "დღე, როდესაც მოკვდა მუსიკა"და დაწერა მასზე სიმღერა "American Pie". ჯგუფ The Crickets-თან კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ჰოლიმ შეკრიბა ახალი მუსიკალური ჯგუფი უილონ ჯენინგსის, ტომი ოლსაპას და კარლ ბანჩას შემადგენლობით, რათა გაემართათ «Winter Dance Party» ტური საგასტროლო ტურნეს შემადგენლობაში იყვნენ დამწყები მუსიკოსები რიჩი ვალენსი და ბიგ ბოპერი, რომლებიც "გამახურებელ მუსიკოსებად" გამოდიოდნენ და ასევე საკუთარი ჩანაწერების პოპულარიზაციას ეწეოდნენ. ჰოლის გეგმის მიხედვით, მათ სამი კვირის განმავლობაში 24 ქალაქი უნდა მოევლოთ. ქალაქებს შორის დიდი მანძილი, ამინდი და საგასტროლო ავტობუსის ცუდი საცხოვრებელი პირობები უარყოფითად აისახა მუსიკოსების მდგომარეობაზე. რამდენიმე ადამიანი გრიპით დაავადდა, ხოლო ბანჩი მოყინვის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. საცხოვრებელი პირობებით იმედგაცრუებულმა ჰოლიმ გადაწყვიტა ჩარტერული თვითმფრინავის დაჯავშნა კლირ -ლეიკში Surf Ballroom-ში კონცერტის შემდეგ., რათა სწრაფად ჩასულიყვნენ ტურის განრიგით შემდეგ ქალაქ მურჰედში, მინესოტა. Surf Ballroom-ის მფლობელმა კეროლ ანდერსონმა დაჯავშნა მათთვის ჩარტერი Dwyer Flying Service-ზე. ჰოლისთან ერთად გაფრინდა რიჩარდსონი, რომელიც გრიპისგან ძალზე დასუსტებული იყო და დაიკავა უეილონ ჯენინგსის ადგილი, ხოლო რიჩი ვალენსიმ ბილეთი მოუგო ტომი ოლსაპს მონეტის "გერბი-საფასურის" აგდებით. დიონ დიმუჩიმ გადაწყვიტა არ გაფრენილიყო მათთან ერთად, რადგან ბილეთის ფასი 36 დოლარი ძალზე ეძვირა (291 აშშ დოლარის ექვივალენტი 2015 წლის კურსით). გამოძიებამ დაადგინა, რომ აფრენიდან მალევე, უამინდობისა და პილოტის შეცდომის ერთობლიობამ გამოიწვია სივრცითი დეზორიენტაცია, რის გამოც პილოტმა დაკარგა თვითმფრინავზე კონტროლი. ჰუბერტ დუიერმა, ჩარტერული კომპანიის მფლობელმა, ვერ შეძლო თვითმფრინავთან რადიო კონტაქტის დამყარება და თვითმფრინავი დაკარგულად გამოაცხადა. მეორე დილით ის გაფრინდა თვითმფრინავის საძებნელად და ის აღმოაჩინეს აეროპორტიდან ჩრდილო-დასავლეთით 9, 7 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე, სიმინდის ყანაში. დუიერმა შეატყობინა ხელისუფლებას და შერიფის მოადგილეს ბილ მაკგილს, რომლებიც მივიდნენ ავარიაკატასტროფის ადგილზე, სადაც აღმოაჩინეს მგზავრების და პილოტის ცხედრები. მოგვიანებით ისინი კეროლ ანდერსონმა ამოიცნო. ეს დღე ასევე ცნობილია, როგორც "ბადი ჰოლის წყევლის"(Body Holly Curse) დასაწყისი, რადგან ბევრი მუსიკოსი თუ ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ გზით ასოცირდებოდა ჰოლისთან და მის მუსიკასთან, ნაადრევად დაიღუპა. მაგალითად, რონი სმიტი, ვოკალისტი, რომელიც ამ ტურნეზე ჰოლიმ შემცვლელად დაიქირავა, ბოლო კონცერტის შემდეგ მალევე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდა, სადაც რამდენიმე წლის შემდეგ თავი ჩამოიხრჩო. შემდეგ ჰოლის ჯგუფის The Crickets-ის წევრმა დევიდ ბოქსმა სცადა სოლო კარიერის წამოწყება, მაგრამ ჰოლის მსგავსად 22 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ჰოლის გარდაცვალების შემდეგ მის მეუღლეს, მარიას, მუცელი მოეშალა - ის მათ ერთადერთ შვილს ელოდა. შემდეგ წყევლა გავრცელდა ჯინ ვინსენტზე და ედი კოკრანზე, რომლებსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ჰოლისთან და The Cricket-სთან, ასევე წყევლა გავრცელდა. The Who-ს დრამერზე კეიტ მუნზე, რომელმაც გადაწყვიტა ეყურებინა ფილმისთვის "ბადი ჰოლის ისტორია(The Buddy Holly Story) 7 სექტემბერს, ჰოლის დაბადების დღეს და იმავე ღამეს გარდაიცვალა. ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, ბადი ჰოლი 1950-იანების შუა პერიოდის როკ-ენ-როლის ცენტრალური ფიგურა იყო. დაიბადა ლუბოკში, ტეხასში, მუსიკოსების ოჯახში. ჰოლიზე გავლენა იქონია, გოსპელმა, კანტრიმ და რიტმ-ენდ-ბლუზმა. იგი პირველად წარსდგა ადგილობრივ ტელევიზიაში, ხოლო მომდევნო წელს ბობ მონტგომერისთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი „Buddy and Bob“. 1956 წელს ჰოლიმ კონტრაქტი გააფორმა Decca Records-თან. მიუხედავად იმისა, რომ ის სულ რაღაც 22 წლის გარდაიცვალა და მისი წარმატება მხოლოდ 1, 5 წელიწადი გრძელდებოდა, ჰოლის მუსიკამ დიდი გავლენა იქონია ისეთ ცნობილ შემსრულებლებზე როგორებიცაა ელვის პრესლი, ბობ დილანი, The Beatles, The Rolling Stones, ერიკ კლეპტონი, The Hollies (სახელი დაირქვეს ჰოლის პატივსაცემად), ელვის კოსტელო, მარშალ კრენშოუ და ელტონ ჯონი. ჰოლი იყო ერთ-ერთი პირველი შემსრულებელი, რომელიც შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. ჟურნალმა „Rolling Stone“-მა ბადი ჰოლი 100 საუკეთესო შემსრულებელთა შორის 13 ადგილზე დაასახელა – 53 3-ს მოსწონს
|