x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გოგონა,რომელიც დედას 12 წელი სკივრში ჰყავდა ჩაკეტილი
image

იმ დილით, მწველავი ლიუბოვ მიხალიცინა, კიროვის ოლქის სოფელ ალექსანდროვსკოეს მაცხოვრებელი, სამსახურში არ გამოცხადდა. კოლეგებს განსაკუთრებით არც გაკვირვებიათ: ქალი სანიმუშო ცხოვრების წესით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. ის უბრალოდ გონზე ვერ მოვიდა ალბათ მორიგი სმის შემდეგ.


მაგრამ როდესაც ის აღარ გამოჩნდა შემდეგ ცვლაში, მერძევეები შეშფოთდნენ და გადაწყვიტეს გაეგოთ, რა სჭირდა ლიუბას. მიხალიცინას სახლის კარი ღია იყო, თავად ქალის უსიცოცხლო სხეული იატაკზე იწვა. რაღას იზავდნენ, ქალებმა მილიციას გამოუძახეს. როდესაც მილიციის თანამშრომელი ოთახს ათვალიერებდა, მან რაღაც ხმა გაიგონა კუთხეში, სადაც ფარდა იყო ჩამოფარებული. რა ხმაურობს? კატა? იქნებ ვირთხები?



მაგრამ ღუმელთან, კუთხეში მოკალათებული იჯდა გოგონა, რომელიც შეშინებული, დაბნეული გარეული ცხოველივით ირგვლივ იყურებოდა, ბავშვს მისი ასაკისთვის შეუფერებლად ეცვა . მაგრამ მიხალიცინას შვილები არ ჰყავდა. მაშ ვისი შვილია ეს? უფრო სრულყოფილად დათვალიერების შემდეგ, გოგონა ბავშვი კი არა, მოზარდი აღმოჩნდა. და ის მართლაც ლიუბოვის ქალიშვილი იყო. მან, თანასოფლელებისგან დაგმობის შიშით, ბავშვი სახლში გააჩინა, მან არც ექიმები გამოიძახა, არც ბავშვი დაარეგისტრირა.ხოლო ქალმა აკვნის ნაცვლად სკივრი გამოიყენა.



ამ სკივრში ცხოვრობდა ქალიშვილი, საიდანაც დედა ხანდახან უშვებდა გოგონას, რათა „დიდი სამყარო" "ენახა"-ეს ხდებოდა ძირითადად საჭმლის მიღების ან ბუნებრივი საჭიროების დროს. სხეულის ფიქსირებული პოზიციის გამო ბავშვის ჩონჩხი დეფორმირებული იყო, კიდურები არ გაეზარდა.


12 წლის ასაკში მისი სიმაღლე 60 სმ-ს არ აღემატებოდა, გოგონა ფსიქო-ნევროლოგიურ პანსიონში გადაიყვანეს, სადაც ძლივს შეეჩვია სხვა ადამიანებს. მას დედის გარდა, არავინ ჰყავდა ნანახი. მოზარდმა არ იცოდა რა იყო ნორმალური კვება და არც ჰიგიენის ელემენტარული წესების შესახებ იცოდა რაიმე. გოგონას სახელიც კი არ ჰქონდა. და პანსიონის თანამშრომლებმა მას მარია დაარქვეს.

image

თავიდან მარია არც კი ესაუბრებოდა პერსონალს და სხვა პაციენტებს. უბრალოდ იგინებოდა. როგორც ჩანს, ეს იყო ერთადერთი ლექსიკა, რომელსაც დედა იყენებდა.

image

მარია ახლა 45 წლისაა. მას ან არ ახსოვს საშინელი ბავშვობა ან ცდილობს არ გაიხსენოს. დაწესებულების ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ სწორედ ასე მოქმედებს თავდაცვის მექანიზმი. ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, ქალი ცდილობს გული არ გაიტეხოს და სხვა პაციენტებთან მეგობრობს.

image

ამ ისტორიაში ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ დედამ ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ფაქტობრივად გაანადგურა მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინოდა საზოგადოებრივი აზრის და თანასოფლელებისგან დაგმობის.

image

0
265
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0