მაკიაჟი და ვარცხნილობა ვარდისფერი ცხოვრება-როგორ იქცა ბრაზილიელი გოგონა ცოცხალ თოჯინად 2023, 2 თებერვალი, 17:41
გოგონების უმეტესობა ბავშვობიდან ოცნებობს პრინცესების მსგავსი კაბებით იარონ, ასევე ბარბივით დახვეწილი და სრულყოფილად გამოიყურებოდნენ. მაგრამ თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ასეთმა ბავშვურმა გატაცებამ ზრდასრულ ასაკში - ახლავე გავიგებთ.
ანდრესა დამიანი გაიზარდა ბრაზილიის პატარა ქალაქ ბლუმენაუში. ბავშვობაში ის ჩვეულებრივად აქტიური ბავშვი იყო, რომელიც შეიცნობდა სამყაროს. ბევრი გოგონას მსგავსად, ანდრესაც თოჯინებით თამაშობდა, მისი ერთ-ერთი ფავორიტი თოჯინა " ბარბი" იყო. როდესაც გაიზარდა, გოგონამ გადაწყვიტა კრეატიულობის კუთხით გამოეყენებინა თავისი ნიჭი, რათა დამსგავსებოდა მის საყვარელ სათამაშოს და კიდევ სხვა პერსონაჟებს. ანდრესა, თავისი გარეგნობით, იდეალური ვარდისფერი იმიჯით და ვიწრო წელის წყალობით, აცხადებს, რომ მორიგი ცოცხალი ბარბის პრეტენდენტია. თუმცა, ანდრესას თქმით, სხვა ანლოგებისგან განსხვავებით, ასეთი იმიჯის მიღწევას მხოლოდ მაკიაჟის, პარიკებისა და სპეციალური ტანსაცმლის დახმარებით ახერხებს. გოგონა გატაცებულია მაკიაჟით და მართავს თავის YouTube არხს, სადაც ის გოგონებს ასწავლის როგორ შექმნან საკუთარი ხელით ასეთი ზღაპრული მაკიაჟი. ზოგადად, ანდრესა პროფესიით ვეტერინარია, მაგრამ აქვს საკუთარი ბლოგი და თავისუფალ დროს სხვადასხვა თოჯინად გარდაიქმნება. მისი საყვარელი პერსონაჟია ელზა ანიმაციური ფილმიდან "გაყინული"(Frozen). ასე გამოიყურება გოგონა ჩვეულებრივ ცხოვრებაში მაკიაჟისა და თემატური ტანსაცმლის გარეშე. გასული წლის ოქტომბერში ირანელმა "ზომბი" ანჯელინა ჯოლიმ ნამდვილი სახე გამოაჩინა, ბევრს სჯეროდა და მედიაც ხელს უწყობდა ამ ჭორს, რომ დემონური გარეგნობის მისაღწევად მან უამრავი კოსმეტიკური ოპერაცია გაიკეთა, თუმცა როგორც გაირკვა 21 წლის საჰარ თაბარი, გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, საერთოდ არ ჰგავს მის "ზომბი" ალტერ ეგოს, ხოლო "ზომბი" ეფექტის მისაღწევად გოგონა მხოლოდ მაკიაჟს და Photoshop-ს იყენებდა.(მიყევი ბმულს) 65 3-ს მოსწონს
|