საქართველო გია გაბრიჭიძე: „ზელენსკი და „მოკლე" მახსოვრობის ხალხი ამ ფოტოების ნახვის შემდეგ ცხვირს აიბზუებენ, მაგრამ..." 2023, 2 თებერვალი, 1:20 ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს საქართველოს მთავრობას მიზანი აქვს, მოკლას მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: „ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი". ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მოგმართავთ, ბატონო ზელენსკი (და ყველას, ვისაც „დაავიწყდა"), - წამებით სიკვდილი არის მეორე ფოტოზე. პირველ ფოტოზე კი არის ამ და სხვა მსგავსი დანაშაულებების შემოქმედი, ვინც, იმის ნაცვლად, რომ ციხის კამერაში იხდიდეს სასჯელს, უმაღლესი დონის საავადმყოფოს ოროთახიან პალატაში იმყოფება, უამრავი მნახველი ჰყავს და სახელმწიფომ მის შესანახად 200000 ლარზე მეტი დახარჯა. ვიცი, რომ ბატონი ზელენსკი და „მოკლე" მახსოვრობის ხალხი ამ ფოტოების ნახვის შემდეგ (თუ ნახეს) ცხვირს აიბზუებენ, მაგრამ, უბრალოდ, მინდა, იცოდნენ - ისტორია და მეხსიერება ყველაფერს ინახავს და მომავალი ყველას იმ ადგილს მიუჩენს, რაც დაიმსახურა", - წერს გია გაბრიჭიძე. 262 3-ს მოსწონს
|