x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ბრაზილიელმა ქალმა ნაჭრის თოჯინაზე იქორწინა და მისგან ბავშვიც გააჩინა!

image
ბრაზილიაში ქალი, რომელიც ოჯახზე ოცნებობდა, დედის მიერ შეკერილ ნაჭრის თოჯინაზე დაქორწინდა და ქორწინებაში შვილიც გააჩინა.

37 წლის მეირივონე როჩა მორაესი ოჯახის შესაქმნელად ღირსეულ ადამიანს ვერ შეხვდა და მარტოობას განიცდიდა. დედამ გადაწყვიტა “დახმარებოდა" ქალიშვილს და შეკერა მისთვის ნაჭრის თოჯინა მამაკაცის სახით, ლურჯი თვალებით, ყავისფერი თმით და ულვაშებით. როგორც კი მორაესმა დაინახა, მაშინვე შეუყვარდა და როგორც თავად ამტკიცებს, მისმა რჩეულმა ასევე სიყვარულით უპასუხა.image

რომანის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ბრაზილიელმა, სავარაუდოდ აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო. “ბავშვის გაჩენა" ოფიციალურ ქორწინებაში მოისურვა და მათაც დაიწყეს ქორწილის დაგეგმვა. “შეყვარებულებმა" მოკლე დროში მოახერხეს ცერემონიის მოწყობა, რომელსაც 250 სტუმარი დაესწრო.imageimageimageimage

დღესასწაულის შემდეგ ახალდაქორწინებულები ერთკვირიანი მოგზაურობით გაემგზავრნენ რიო დე ჟანეიროში. მორაესის თქმით, დაბრუნებიდან მალევე, იგი სამშობიაროში წავიდა. მთელ პროცესს 35 წუთი დასჭირდა. ქალმა ექიმისა და ექთნის თანდასწრებით სახლში „იმშობიარა“ და პარალელურად ინტერნეტით პირდაპირ ეთერში ჩაერთო, რომელსაც 200 ადამიანი უყურებდა.

წყვილმა დაბადებულ თოჯინას მარსელინო დაარქვა. მორაესმა აღიარა, რომ ის ბედნიერია ქორწინებაში, მაგრამ მისთვის რთულია ოჯახში ერთადერთი მარჩენალი იყოს. მან დაამატა, რომ მისი ქმარი იდეალურია, რადგან ის არ ეჩხუბება მას და იღებს ისეთს, როგორიცაა.imageimage


2
147
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
147
  
2023, 3 თებერვალი, 23:02
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 1 თებერვალი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2