x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
18 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ძველი ეგვიპტის შესახებ, რომლებსაც წიგნებში ვერ ნახავთ

image

როდესაც საქმე ძველ ეგვიპტეს ეხება, პირველი რაც ახსენდებათ არის პირამიდები, ფარაონები და კატები. სინამდვილეში, ეგვიპტის ისტორია გაცილებით მდიდარია. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ძველი ეგვიპტის შესახებ:

1. იმისათვის, რომ ფარაონები ბუზებს არ შეეწუხებინათ, ჰყავდათ “სპეციალური" მონები, რომლებსაც თაფლს უსვამდნენ, რათა მწერები თვითონ მიეზიდათ.

2. მაკიაჟი ესვათ როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებსაც

3. მწვანე მაკიაჟი მზადდებოდა სპილენძისგან, შავი - ტყვიისგან. ეს ფერები ყველაზე გავრცელებული იყო.image

4. ძველ ეგვიპტეში თვლიდნენ, რომ ამგვარი მაკიაჟი ლამაზიც იყო და ამავდროულად ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც.

5. ბავშვებს ტანსაცმელი არ ეცვათ 12-13 წლამდე

6. თავსაბურავს, რომელსაც ფარაონები ატარებდნენ, ნემეში ერქვა. ფარაონები მას იმისთვის ატარებდნენ, რომ ხალხს მათი თმა არ დაენახა.image

7. ეს თავსაბურავი ცნობილი გახდა ფარაონ ტუტანჰამონის წყალობით, ის ხომ მთლიანად ოქროს ნიღბით და თავსაბურავით დაკრძალეს.image

8. მდიდარი ეგვიპელები როგორც წესი პარიკებს ატარებდნენ, რომლებიც ხშირად იყო მორთული პატარა ქვებით ან ორნამენტებით. ამით ყველას თავიანთ სიმდიდრეს აჩვენებდნენ.image

9. ტილები რომ არ დასეოდათ, ბიჭებს თმას პარსავდნენ და მხოლოდ ერთ გრძელ ზოლს უტოვეებდნენ თმის შესაკრავად.

10. ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ დედამიწა ბრტყელი და მრგვალი იყო და ნილოსი მიედინებოდა მის ცენტრში.image

11. მიუხედავად იმისა, რომ ძველ ეგვიპტეში არ არსებობდა სოციალური თანასწორობა სქესებს შორის, ქალები და მამაკაცები სარგებლობდნენ თანაბარი ეკონომიკური და სამოქალაქო უფლებებით.image

12. პირამიდის მშენებლები კედლებზე ხანდახან წარწერებს ტოვებდნენ. მათი წყალობით გაირკვა, რომ ზოგიერთი მათგანი საკუთარ თავს „ხუფუს მეგობრებს“ (ფარაონი ხეოფსი) უწოდებდა.

13. მუმიფიცირებული სხეულებიდან ტვინი ნესტოებიდან გამოჰქონდათimage

14. ორგანოებს კი სპეციალურ ჭურჭელში ათავსებდნენ. სხეულში კი მხოლოდ გულს ტოვებდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ სწორედ მასში იყო ადამიანის სული.image

15. ყველაზე ძველი კაბა ეგვიპტეშია ნაპოვნი, მისი ასაკი 5000 წელიაimage

16. პირამიდები ააშენეს არა მონებმა, არამედ მუშებმა, რომლებიც თავიანტი სამუშაოსთვის გასამრჯელოსაც იღებდნენ. ცრუ თეორია მონების შესახებ ბერძენმა ისტორიკოსმა, ჰეროდიტემ წამოაყენა. თავიანთი სამუშაოსთვის მუშები იღებდნენ როგორც ფულს, ასევე ლუდსაც.image

17. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ძველ ეგვიპტელებს კატები ძალიან უყვარდათ, როდესაც შინაურ ცხოველს კარგავდნენ, ისინი გლოვის ნიშნად წარბებს იპარსავდნენ ხოლმე.

18. და, ალბათ, ყველაზე მოულოდნელი ფაქტი თანამედროვე ადამიანისთვის - ძველ ეგვიპტელებს ქვისგან დამზადებულ ბალიშებზე ეძინათ.image














0
199
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0